შემდეგი
28 ივლ - 26 აგვ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი, ფინანსური აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
განახლებადი ენერგიები და გარემო - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 0-დან 1 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი, ფინანსური აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):წარმოება
განახლებადი ენერგიები და გარემო - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".
ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სს „წყალი მარგებელი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიზის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ფუნქცია - მოვალეობები:
- IFRS სტანდარტების შესაბამისად წლიური და კვარტლური ფინანსური ანგარიშების მომზადების პროცესში ჩართულობა;
- ფინანსური მონაცემების პირველადი გადამოწმება, შეგროვება, საჭირო კორექტირებებში მონაწილეობა და თანმდევი დოკუმენტაციის მოწესრიგება;
- აუდიტორებისა და საკონსულტაციო კომპანიებისათვის მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართულობა;
- ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ბიუჯეტირების პროცესის მხარდაჭერა და მონაცემთა პირველადი კონსოლიდაცია;
- დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე მონიტორინგში მონაწილეობა, ფაქტობრივი და დაგეგმილი მონაცემების შედარება/გადახრების გამოვლენა;
- ფინანსური და ოპერაციული მონაცემების მოძიება და დამუშავება მმართველობითი ანგარიშგებებისა და შიდა რეპორტინგისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
- აუცილებელია 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანალიტიკის, რეპორტინგის ან/და მსგავსი მიმართულებით (Big 4- ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- აუცილებელია ფინანსური აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა (IFRS სტანდარტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- ACCA-ს პროგრამის ფარგლებში რამდენიმე მოდულის/გამოცდის წარმატებით დასრულება ჩაითვლება უპირატესობად;
- MS office (Excel მაღალ დონეზე);
- ინგლისური ენა B2-C1;
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები;
- შეზღუდულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.
სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი,
ფინანსური აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები