28 ივლ - 11 აგვ
ონლაინ გაყიდვების სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა, მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა, კლიენტთა მომსახურება
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    გაყიდვები გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა, მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა, კლიენტთა მომსახურება
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ინგლისური
ლიბერთი ბანკი აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა - სათავო ოფისი, ავტო სესხების დეპარტამენტი.

ძირითადი მოვალეობები:
  • ონლაინ განაცხადების დამუშავება;
  • ონლაინ განაცხადებზე მომხმარებლებთან ზარების განცხორციელება;
  • მომხმარებელზე ავტო სესხების პროდუქტების გაცნობა/შეთავაზება;
  • პოტენციურ კლიენტებთან აქტიური ზარების განხორციელება;
  • მომხმარებლების კოორდინაცია ფილიალებში;
  • მომხმარებლის საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი შეთავაზების წარდგენა;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია და უკუკავშირის მიღება;
  • პოტენციური მომხმარებლების მონაცემების აღრიცხვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების MS Word & MS Excel ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:
  • ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2026 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
გაყიდვები
გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა,
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები