დღეს - 26 აგვ
სტანდარტი
მთავარი მცხობელი / მცხობელი
თბილისი, სოლოლაკი, ლერმონტოვის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr.iotahotels@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
პურ-ფუნთუშეულის ცხობა - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1550(+ ბონუსი)
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 1-დან 2 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სასტუმრო / რესტორანი / კვება
პურ-ფუნთუშეულის ცხობა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTEL TBILISI" აცხადებს ვაკანსიებს, მთავარი მცხობელისა და მცხობელის პოზიციებზე.
"IOTA HOTELS" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.
მთავარი მცხობელი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიაში დადგენილი HACCP - ის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა
- ცომის მომზადებისას დადგენილი კალკულაციების დაცვის მონიტორინგი
- საჭირო ინგრედიენტების წინასწარ მომზადება, ცომის პორციული დაყოფა და შესაბამისი ნორმების მიხედვით შენახვა
- საცხობის დანადგარებისა და ხელსაწყოების უსაფრთხოდ და სათანადოდ გამოყენების უზრუნველყოფა
- „შეფ-მზარეულის“ მიერ მითითებული ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება
- „სასტუმრო იოტას“ სტანდარტების მიხედვით პურ-ფუნთუშეულის გამოცხობა
- ცხობის პროცესში არსებული ტემპერატურული ნორმების დაცვა
- პროდუქტის ხარისხის მუდმივი კონტროლი
- სასტუმრო “იოტა“-ს სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
- სამუშაო გარემოს მოწესრიგების და საკვები პროდუქტების დახარისხების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება.
ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.
მცხობელი
ძირითადი მოვალეობები:
- შეფ-მზარეულისა და უფროსი მცხობელის მიერ მითითებული ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება
- ცომის მომზადებისას დადგენილი კალკულაციების დაცვა
- საჭირო ინგრედიენტების წინასწარ მომზადება, ცომის პორციული დაყოფა და შესაბამისი ნორმების მიხედვით შენახვა
- საცხობის დანადგარებისა და ხელსაწყოების უსაფრთხოდ და სათანადოდ გამოყენება
- „სასტუმრო იოტას“ სტანდარტების მიხედვით პურ-ფუნთუშეულის გამოცხობა
- სასტუმრო “იოტა“-ს სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
- სამუშაო გარემოს მოწესრიგება და საკვები პროდუქტების დახარისხება/შესაბამის ადგილზე განთავსება.
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება.
ფიქსირებული ანაზღაურება - 1550 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ
1900 ლარამდე ანაზღაურება)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
- კვებისა და სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა
- მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
- მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
- თბილ და მეგობრულ გარემოს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კვებით უზრუნველყოფას
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10
თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("მთავარი მცხობელი" ან "მცხობელი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.
"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!
სასტუმრო / რესტორანი / კვება
პურ-ფუნთუშეულის ცხობა
ნახვები
უნიკალური ნახვები
