შემდეგი
დღეს - 26 აგვ
გაყიდვების მენეჯერი / ავტოქიმიის მიმართულება
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@grassbatumi.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): კორპორატიული მობილური პაკეტი,საწვავის ხარჯების ანაზღაურება
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისებისაყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
- საკუთარი ტრანსპორტი:კი (მსუბუქი ავტომობილი)
Grass აცხადებს ვაკანსიას: გაყიდვების მენეჯერი — ავტოქიმიის მიმართულება (GRASS Auto / Detail)
კომპანია BBS / შპს ბიკო არის GRASS-ისა (ავტოქიმია) და Detail-ის (პრემიუმ ავტოკოსმეტიკა) ოფიციალური წარმომადგენელი აჭარაში.
ვეძებთ ენერგიულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც განავითარებს ავტოქიმიის მიმართულებას აჭარაში — ავტოსამრეცხაოები, დეტეილინგ-სტუდიები, ავტომაღაზიები და ავტოსერვისები. ეს ახალი, მზარდი მიმართულებაა: შენ იქნები პირველი საველე ადამიანი, რომელიც ამ ბაზარს ააშენებს — კომპანია კი სრული ინფრასტრუქტურით დაგიდგება მხარში.
ეს არის საველე, აქტიური გაყიდვების პოზიცია — ობიექტებზე გასვლა და ახალი კლიენტების მოძიება.
რას აკეთებ:
ვის ვეძებთ:
რას გთავაზობთ:
როგორ გამოეხმაუროთ:
CV გამოაგზავნეთ მისამართზე hr@grassbatumi.ge
წერილის თემაში მიუთითეთ: ავტო — [სახელი გვარი]
წერილში მოკლედ (3–4 წინადადება) გვიპასუხეთ: რატომ გიზიდავთ ავტოსფერო.

- ახალი კლიენტების მოძიება: ავტოსამრეცხაოები, დეტეილინგ-სტუდიები, ავტომაღაზიები, ავტოსერვისები;
- პროდუქტის ტესტირება ადგილზე და ხარჯვის ეკონომიკის გაანგარიშება კლიენტთან ერთად (ჩვენი კონცენტრატები ნაკლები ხარჯით იმავე ან უკეთეს შედეგს იძლევა — ამას ტესტით ვამტკიცებთ);
- პირველი შეკვეთიდან რეგულარულ თანამშრომლობამდე მიყვანა და ასორტიმენტის გაფართოება;
- დოზირების სისტემების შეთავაზება მუდმივ კლიენტებზე (მონტაჟს ჩვენი ტექნიკოსი უზრუნველყოფს);
- ბაზრის ინფორმაციის შეგროვება (ახალი ობიექტები, კონკურენტები, საჭიროებები);
- მუშაობის სისტემური აღრიცხვა კომპანიის ხელსაწყოებში (Fina / Asana).
ვის ვეძებთ:
- გიყვარს ავტოთემა და გესმის ავტომოვლის სფერო (დეტეილინგი, სამრეცხაო, ავტოკოსმეტიკა) — ეს აუცილებელი პირობაა;
- გაქვს გაყიდვების ან კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება (B2B — უპირატესობა, მაგრამ არა აუცილებელი);
- შეგიძლია ციფრებით საუბარი — ხარჯის გაანგარიშება და კლიენტისთვის მარტივად ახსნა;
- საკუთარი ტრანსპორტი (მობილურობისთვის — მიწოდებას ჩვენი ლოგისტიკა ასრულებს);
- დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობა, შედეგზე ორიენტაცია.
რას გთავაზობთ:
- ფიქსირებული ხელფასი + პროცენტი შედეგიდან პირველივე დღიდან, ზღვრის გარეშე — რაც მეტს აშენებ, მეტს გამოიმუშავებ (დეტალები გასაუბრებაზე);
- ახალი მიმართულების აშენების შანსი ნულიდან — პერსპექტივით გახდე მიმართულების წამყვანი;
- ოფიციალური ბრენდი ზურგს უკან: GRASS / Detail, პირდაპირი კონტრაქტი ქარხანასთან, სტაბილური მიწოდება;
- მზა ინსტრუმენტები პირველივე დღიდან: პოტენციურ კლიენტთა ბაზა-რუკა, საიტი-კატალოგი autodetail.ge, სატესტო პროდუქცია, პრომო-მხარდაჭერა;
- შენ ყიდი — მიწოდებას ჩვენი სადისტრიბუციო სამსახური უზრუნველყოფს;
- პროდუქტის სწავლება მიმართულების უფროსთან ერთად;
- კორპორატიული მობ. კავშირი, საწვავის კომპენსაცია, ავტომობილის ამორტიზაცია;
- გუნდი, რომელიც მაქსიმალურად დაგეხმარება.
როგორ გამოეხმაუროთ:
CV გამოაგზავნეთ მისამართზე hr@grassbatumi.ge
წერილის თემაში მიუთითეთ: ავტო — [სახელი გვარი]
წერილში მოკლედ (3–4 წინადადება) გვიპასუხეთ: რატომ გიზიდავთ ავტოსფერო.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები