დღეს - 26 აგვ
ERP სისტემის ადმინისტრატორი
თბილისი, დიღმის მასივი, ბოხუას ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიები სისტემის ადმინისტრირება, IT მხარდაჭერა
  • ინდუსტრია / სფერო: პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები პროგრამული უზრუნველყოფა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ღია კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • სტუდენტებისთვის: კი
  • ენები: ინგლისური
შპს ,,აბსცისა” აცხადებს ვაკანსიას ERP სისტემის ადმინისტრატორის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ:
INFINATI ტექნოლოგიურად განვითარებული კომპანიაა, სადაც ბიზნესპროცესები სრულად იმართება თანამედროვე ERP სისტემის მეშვეობით. სისტემური მართვა გვეხმარება მუშაობის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებასა და პროცესების ეფექტურ მართვაში. ვეძებთ მოტივირებულ გუნდის წევრს, რომელსაც სურს განვითარდეს ამ მიმართულებით.

მთავარი პირობა: არ შეგაშინოთ ტერმინებმა! ჩვენ არ ვითხოვთ პროგრამის წინასწარ ცოდნას

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებელთა მხარდაჭერა და კონსულტაცია: ERP სისტემის მომხმარებლებისთვის დახმარების გაწევა როგორც ტექნიკური ხარვეზების, ისე პროგრამის გამოყენების პროცესში წარმოქმნილი კითხვების დროს;
  • პრობლემების იდენტიფიცირება და ანალიზი: მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული ხარვეზის მიზეზის დადგენა და მისი ოპერატიულად გადაჭრა;
  • სისტემის განვითარებაში მონაწილეობა: ERP სისტემის მუდმივი სრულყოფისა და ოპტიმიზაციის პროცესში ჩართულობა;
  • ახალი ფუნქციონალის დანერგვა: ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე, ახალი მოდულებისა და ფუნქციების ტესტირება და სამუშაო რეჟიმში გაშვება;
  • ინსტრუქციების მომზადება: მომხმარებლებისთვის სახელმძღვანელოების მომზადება და მათი პერიოდული გადამზადება;
  • კომუნიკაცია დეველოპერებთან: ტექნიკური დავალებების ფორმირება პროგრამისტებისთვის და მათი შესრულების პროცესის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ტექნიკური უნარები: კომპიუტერული პროგრამების კარგი ფლობა (MS Office);
  • სწრაფი ათვისების უნარი: ახალი პროგრამული უზრუნველყოფისა და სამუშაო სპეციფიკის მოკლე დროში შესწავლის უნარი.

პიროვნული თვისებები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მონაცემების დამუშავების სიზუსტე;
  • კომუნიკაბელურობა და კოლეგების დახმარების მზაობა;
  • დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა და სიახლეების ათვისების სურვილი.

სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა N4;
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 17:00

როგორ დაგვიკავშირდეთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: cv@infinati.ge
ინფორმაციული ტექნოლოგიები
სისტემის ადმინისტრირება,
IT მხარდაჭერა
ნახვები
უნიკალური ნახვები