დღეს - 25 აგვ
სტანდარტი
საქმისწარმოების მენეჯერი
მარნეულის მუნიციპალიტეტი, მარნეული
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება, არქივი, საოპერაციო პროცესების მართვა ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება პროფესიული განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება, არქივი, საოპერაციო პროცესების მართვა
    ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    განათლება პროფესიული განათლება
  • მინიმალური განათლების დონე: პროფესიული კოლეჯი
  • ენები: ქართული

შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების მენეჯერის პოზიციაზე.

გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ქვემოთ მითითებულ უფლება მოვალეობებს.

  • შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია;
  • კოლეჯის დოკუმენტბრუნვის უზრუნველოფა და მის სისტემატიზაცია;
  • ფოსტით ან/და კურიერის მეშვეობით დოკუმენტაციის გაგზავნა/ჩაბარება;
  • კოლეჯის დირექტორის სამუშაო შეხვედრებისა და თათბირების დაგეგმვა ორგანიზება;
  • დოკუმენტების მომზადება დაარქივებისათვის;
  • არქივის (დოკუმენტაციის დახარისხება, აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალში) წარმოება;
  • რეგისტრაციის ჟურნალების წარმოება;
  • დიპლომების, სერტიფიკატებისა და დანართებს აღრიცხვა გაცემა;
  • ელექტრონული საქმისწარმოების მართვა;
  • პროფესიული სტუდენტების/მსმენელების /კურსდამთავრებულების ხელშეკრულებების და პირად საქმეების მართვა და შენახვა;
  • სამუშაო სივრცეში ახალი თანამშრომლის ინტეგრაციას და ინსტრუქტაჟის ჩატარება საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად;
  • პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრზე (EMIS) პასუხისმგებლობა, აპლიკანტების/მსმენელების რეგისტრაციის წარმოება, მათი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ატვირთვა.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

საქმისწარმოების მენეჯერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
  • მინიმალური განათლება - პროფესიული;
  • სასურველია საქმისწარმოების პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Internet);

სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული
ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.


დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: collejimsc@gmail.com
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 25 აგვისტო

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება,
არქივი,
საოპერაციო პროცესების მართვა
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები
უნიკალური ნახვები