დღეს - 22 აგვ
სტანდარტი
ოპერაციებისა და ხარჯების კონტროლის სპეციალისტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, მანავი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: jobs@giuaani.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ხარჯთაღრიცხვა სასტუმრო / რესტორანი / კვება სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა მონაცემთა დამუშავება, საოპერაციო პროცესების მართვა, საოპერაციო მენეჯმენტი, მარაგების მართვა/აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, რესტორანი/კაფე/ბარი სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები ღვინო და ალკოჰოლური სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ღია კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
გიუაანი მეღვინეობა აცხადებს ვაკანსიას ოპერაციებისა და ხარჯების კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.
თუ გიყვართ ანალიტიკა, პროცესების გაუმჯობესება და გსურთ მონაწილეობა მიიღოთ ბიზნესის ყოველდღიური ოპერაციების განვითარებაში, ეს პოზიცია თქვენთვისაა.
ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც გახდება დამაკავშირებელი რგოლი ოპერაციებსა და ფინანსურ გუნდს შორის და უზრუნველყოფს, რომ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია იყოს ზუსტი, სრულყოფილი და დროულად ასახული.
პოზიცია მოიცავს მუშაობას კომპანიის სხვადასხვა მიმართულებასთან: ღვინის წარმოება, სასტუმრო, რესტორანი და ღვინის ტურიზმი.
ძირითადი მოვალეობები
ოპერაციებისა და მარაგების კონტროლი
ხარჯების კონტროლი და ანალიზი
დოკუმენტაცია და ფინანსურ გუნდთან თანამშრომლობა
ანგარიშგება და პროცესების გაუმჯობესება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
უპირატესობად ჩაითვლება:
ჩვენ გთავაზობთ
სამუშაო ადგილი: მანავი, კახეთი
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ CV: jobs@giuaani.ge
თუ გიყვართ ანალიტიკა, პროცესების გაუმჯობესება და გსურთ მონაწილეობა მიიღოთ ბიზნესის ყოველდღიური ოპერაციების განვითარებაში, ეს პოზიცია თქვენთვისაა.
ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც გახდება დამაკავშირებელი რგოლი ოპერაციებსა და ფინანსურ გუნდს შორის და უზრუნველყოფს, რომ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია იყოს ზუსტი, სრულყოფილი და დროულად ასახული.
პოზიცია მოიცავს მუშაობას კომპანიის სხვადასხვა მიმართულებასთან: ღვინის წარმოება, სასტუმრო, რესტორანი და ღვინის ტურიზმი.
ძირითადი მოვალეობები
ოპერაციებისა და მარაგების კონტროლი
- რესტორნის, სასტუმროსა და ღვინის წარმოების ოპერაციული პროცესების მონიტორინგი;
- მარაგების მოძრაობის კონტროლი და მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა;
- შესყიდული პროდუქციის მიღების პროცესის, რაოდენობებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გადამოწმება;
- სხვადასხვა დეპარტამენტს შორის პროდუქციისა და ნედლეულის გადაადგილების კონტროლი;
- პერიოდული ინვენტარიზაციების დაგეგმვასა და ჩატარებაში მონაწილეობა;
- ფაქტობრივი ნაშთების პროგრამულ მონაცემებთან შედარება და სხვაობების ანალიზი;
- გამოვლენილი შეუსაბამობების იდენტიფიცირება და შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაცია.
ხარჯების კონტროლი და ანალიზი
- პროდუქციის თვითღირებულების კალკულაციების კონტროლი და განახლების პროცესში მონაწილეობა;
- ტექნოლოგიური ბარათებისა და რეცეპტურების კონტროლი;
- საკვები და სასმელის თვითღირებულების ანალიზი;
- დანაკარგების, გაფუჭებული პროდუქციისა და ჩამოწერების მონიტორინგი;
- ხარჯების გადახრების მიზეზების ანალიზი;
- შესყიდვების ფასების ცვლილებების კონტროლი და ანგარიშგება;
- ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა.
დოკუმენტაცია და ფინანსურ გუნდთან თანამშრომლობა
- ოპერაციული დოკუმენტაციის (შესყიდვები, მიღება, ჩამოწერები, ინვენტარიზაცია და სხვა) შეგროვება, შემოწმება და სისტემატიზაცია;
- სხვადასხვა დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის სისწორისა და სისრულის გადამოწმება;
- ბუღალტრულ გუნდთან თანამშრომლობა, რათა ყველა ოპერაცია სწორად და დროულად აისახოს სისტემაში;
- დოკუმენტბრუნვის პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
- საჭიროების შემთხვევაში ანგარიშებისა და ანალიტიკური მასალების მომზადება მენეჯმენტისთვის.
ანგარიშგება და პროცესების გაუმჯობესება
- ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება ძირითადი მაჩვენებლების შესახებ;
- მარაგების, ხარჯების, დანაკარგებისა და თვითღირებულების ანალიზი;
- ოპერაციული პრობლემების გამოვლენა;
- პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება;
- კომპანიის ოპერაციული სისტემების განვითარებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით;
- Excel-ის კარგი ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება და ციფრებთან მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
- კარგი კომუნიკაციის უნარი და გუნდური მუშაობის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
- გამოცდილება Cost Control-ის, ფინანსების, ბუღალტერიის, ინვენტარიზაციის, შესყიდვების ან ოპერაციების მიმართულებით;
- მარაგების მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
ჩვენ გთავაზობთ
- მუშაობას სწრაფად განვითარებად ღვინის კომპანიაში;
- მრავალფეროვან სამუშაო გარემოს — ღვინის წარმოება, სასტუმრო, რესტორანი და ღვინის ტურიზმი;
- შესაძლებლობას გაეცნოთ ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებას;
- პროფესიული განვითარების და ზრდის შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამუშაო ადგილი: მანავი, კახეთი
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ CV: jobs@giuaani.ge
ბუღალტერია / ფინანსები
ხარჯთაღრიცხვა
სასტუმრო / რესტორანი / კვება
სხვა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
მონაცემთა დამუშავება,
საოპერაციო პროცესების მართვა,
საოპერაციო მენეჯმენტი,
მარაგების მართვა/აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
