დღეს - 22 აგვ
მიმღების კოორდინატორი
თბილისი, აეროპორტის დას.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა კოორდინირება, რეგისტრატურა
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი სატრანსპორტო/სატვირთო/სარკინიგზო გადაზიდვები, საწყობი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1250
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა კოორდინირება, რეგისტრატურა
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი სატრანსპორტო/სატვირთო/სარკინიგზო გადაზიდვები, საწყობი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • სტუდენტებისთვის: კი
  • ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
კომპანია Lasare, რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას მიმღების კოორდინატორის პოზიციაზე.

პირობები:
  • დასაქმებულს ვთავაზობთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს და სხვადასხვა ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • საადვოკატო მომსახურების ბარათი
  • სატრანსპორტო მომსახურება ზედა სამგორის მეტროდან
  • მრავალფეროვანი ტრენინგების და განვითარების შესაძლებლობა

ვაკანტური ადგილი: 2

სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით, დილის 10:00 დან 19:00-მდე
ადგილმდებარეობა: ქ თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.
ანაზღაურება: 1250 ლარი ყოველთვიურად, რომელშიც შედის კანონით გათვალისწინებული ყველა გადასახადი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • ვიზიტორთა მიღება და დახვედრა: კომპანიაში მოსული კლიენტებისა და სტუმრების თბილად, პროფესიონალურ დონეზე მიღება.
  • ნაკადებისა და რიგის მართვა: მომხმარებელთა ნაკადის სწორად გადანაწილება, რიგის მართვის სისტემის კონტროლი და ლოდინის დროის მინიმიზაცია;
  • გადამისამართება და კონსულტაცია: კლიენტების პირველადი დაკვალიანება, საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი გადამისამართება შესაბამის სპეციალისტებთან თუ დეპარტამენტებთან;
  • მიმღების წესრიგის უზრუნველყოფა: მიმღები ზონის მუდმივი მოწესრიგებულობისა და წარმოსადეგი იერის შენარჩუნება;
  • არასტანდარტულ/კრიტიკულ სიტუაციებზე რეაგირება: უკმაყოფილო ან დაბნეული კლიენტების მხარდაჭერა, სიტუაციის განმუხტვა და პრობლემის სწრაფი მოგვარების ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • განათლება: უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება: მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ენების ცოდნა: ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულოა); ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • ტექნიკური უნარები: კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) საბაზისო დონეზე ცოდნა, ელექტრონულ რიგის სისტემებთან მუშაობის ათვისების უნარი.

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lasare.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "Lasare"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს “Lasare” -მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@lasare.ge; გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "Lasare”-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
კოორდინირება,
რეგისტრატურა
ნახვები
უნიკალური ნახვები