დღეს - 22 აგვ
სტრატეგიული საკონსულტაციო ხელმძღვანელი
თბილისი, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ბიზნეს კონსალტინგი, ბიზნეს პროცესები, პროექტების მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: უძრავი ქონება უძრავი ქონება სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 6000 - 8000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 5 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ბიზნეს კონსალტინგი, ბიზნეს პროცესები, პროექტების მართვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    უძრავი ქონება უძრავი ქონება
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული
საერთაშორისო კომპანია უძრავი ქონების, ინვესტიციებისა და სტრატეგიული კონსალტინგის სფეროში ეძებს Head of Strategic Advisory-ს.

პოზიცია: სტრატეგიული კონსულტირებისა და კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ხელფასი: 6,000-8,000 ლარი (NET)
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი

ძირითადი მოვალეობები
  • სტრატეგიული საკონსულტაციო პროექტების ხელმძღვანელობა კერძო და საჯარო სექტორის მომხმარებლებისთვის;
  • ბაზარზე შესვლის სტრატეგიების, განვითარების კონცეფციების, ბაზრის პოტენციალის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის (Feasibility Study), საინვესტიციო სტრატეგიებისა და აქტივების ოპტიმიზაციის მიმართულებით კონსულტაციის გაწევა;
  • რაოდენობრივ და თვისობრივ ანალიზზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება;
  • ბაზრის კვლევების, სექტორული ანალიზების, საინვესტიციო მიმოხილვებისა და ანგარიშების მომზადების ხელმძღვანელობა;
  • უძრავი ქონების ბაზრის მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და ინტერპრეტაციის ორგანიზება;
  • მაკროეკონომიკური ტენდენციების, საკანონმდებლო ცვლილებებისა და საინვესტიციო აქტივობის მუდმივი მონიტორინგი;
  • საკონსულტაციო პროექტების სრული ციკლის მართვა – კომერციული წინადადებიდან საბოლოო ანგარიშის ჩაბარებამდე;
  • მრავალპროფილური გუნდების კოორდინაცია და პროექტების ხარისხის კონტროლი;
  • სტრატეგიული კონსულტირებისა და კვლევის გუნდის ხელმძღვანელობა, განვითარება და მენტორინგი;
  • კომპანიის კვლევითი ნაშრომების, ბაზრის მიმოხილვებისა და ინდუსტრიული ანალიტიკური მასალების მომზადება;
  • ბაზრის ტენდენციების წარდგენა კლიენტებთან, ინვესტორებთან და პროფესიულ ღონისძიებებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის ან მსგავსი მიმართულებით;
  • მაგისტრის ხარისხი (MBA, MSc ან ექვივალენტი) ჩაითვლება უპირატესობად;
  • პროფესიული სერტიფიკატები (MRICS, CFA, PMP ან მსგავსი) ჩაითვლება უპირატესობად.
  • მინიმუმ 3–5 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების კონსულტირების, კვლევის, საინვესტიციო, შეფასების (Valuation) ან სტრატეგიული კონსალტინგის მიმართულებით;
  • კომპლექსური საკონსულტაციო პროექტების წარმატებით მართვის გამოცდილება;
  • ბიზნესის განვითარების, კლიენტებთან ურთიერთობისა და მოლაპარაკებების წარმატებული გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების
(ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.)

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ბიზნეს კონსალტინგი,
ბიზნეს პროცესები,
პროექტების მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები