დღეს - 21 აგვ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
TOP მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
კომპანია „მასტერ კოფი“ არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ „COFFEESTA“-ს მფლობელი კომპანია. “მასტერ კოფს“ გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE”, “ JACOBS”, “PIAZZA DORO”, “L’OR” და უზრუნველყოფს ყავის აპარატების – Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee – მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.
ამ ეტაპზე „მასტერ კოფი” აცხადებს ვაკანსიას კაფეების ქსელის „ კოფისტას“- გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- კაფის ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის სრული მართვა და კოორდინაცია;
- თანამშრომელთა გუნდის მართვა, მოტივაცია, შეფასება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- გაყიდვებისა და კომერციული სტრატეგიის დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი და განვითარება;
- გაყიდვების სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება;
- გაყიდვების ანალიზი, ანგარიშგება და მაჩვენებლების მართვა;
- პროდუქტის ასორტიმენტის, ფასებისა და აქციების დაგეგმვა;
- კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება პარტნიორებთან და მომწოდებლებთან;
- ბიზნესის განვითარების ახალი პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება;
- ფინანსური მაჩვენებლების, ბიუჯეტის, ხარჯებისა და შემოსავლების კონტროლი;
- მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა და გუნდის მუდმივი მონიტორინგი;
- მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა და საჩივრების ეფექტური მართვა;
- კომპანიის ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება და ბიზნესპროცესების გაუმჯობესებაზე მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით);
- მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე, სასურველია HoReCa სექტორში;
- ოპერაციული და ფინანსური მართვის გამოცდილება;
- ლიდერული და გუნდური მართვის ძლიერი უნარები;
- მოლაპარაკებების, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
- ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვა;
- ინიციატივიანობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები
ანაზღაურება: კონკურენტული, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად (განიხილება გასაუბრების ეტაპზე);
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: info@mastercoffee.ge ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება:გენერალური მენეჯერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
TOP მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
