დღეს - 20 აგვ
სტარტი
ღამის ცვლის აუდიტორ-ის თანამშრომელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr.ibis@hpm.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
აუდიტი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
აუდიტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ინგლისური
ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო ibis Tbilisi City აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის აუდიტორ-ის თანამშრომლის პოზიციაზე
რას გააკეთებ?
ღამის ცვლის აუდიტორის (Night Auditor) მოვალეობები:
- სასტუმროში სტუმრის მიღება-განთავსება (Check-in / Check-out);
- ჯავშნებისა და სტუმრების მონაცემების სისტემაში ზუსტი მართვა Opera Cloud-ში;
- ნომრების ხელმისაწვდომობისა და ტარიფების მონიტორინგი;
- სასტუმროში არსებული ყველა სერვისის შესახებ, სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება და სტუმრებთან აქტიური კომუნიკაცია;
- ყოველდღიური Night Audit-ის შესრულება და ფინანსური ანგარიშების დახურვა;სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
- სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, მომსახურების მაღალი სტანდარტით;
- დილით საუზმის გაშლისა და სტუმრების მისაღებად სივრცის მომზადების უზრუნველყოფა.
რას ვითხოვთ?
ძირითადი მოთხოვნები:
- სასტუმროში მუშაობის გამოცდილება,ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- Opera Cloud-ის ცოდნა;
უნარები:
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
რას გთავაზობთ?
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას;
- ტრენინგებსა და განვითარების შესაძლებლობებს;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- ACCOR-ის თანამშრომლის ფასდაკლებები მსოფლიოს მასშტაბით სასტუმროებსა და რესტორნებში.
სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი: ibis Tbilisi City, ვ. წითლანაძის ქ. №1, თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: 2/2, 12-საათიანი ღამის ცვლები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge. სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელფოსტაზე.
წარმატებებს გისურვებთ!
ბუღალტერია / ფინანსები
აუდიტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
