დღეს - 21 აგვ
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, საშუალო განათლება
  • ენები: ქართული
TSUR GROUP ინოვაციებზე ორიენტირებული ქართულ-ებრაული ჰოლდინგია, რომელიც 2019 წელს დაარსდა და აერთიანებს ისეთ წარმატებულ ბრენდებს, როგორებიცაა NAMI 8, Aromaco, Zion და სხვა. ჰოლდინგის მრავალპროფილური პორტფელიო საინვესტიციო, საცალო ვაჭრობის, სტუმარმასპინძლობისა და დეველოპმენტის ერთიან ეკოსისტემას მოიცავს.
ჩვენი მთავარი ღირებულებაა, რომ TSUR GROUP-ში შემავალი ყველა ბრენდი იყოს კეთილი. ეს ნიშნავს ზრუნვას ადამიანებზე, გარემოსა და იმ პოზიტიურ კვალზე, რომელსაც ჩვენი საქმიანობით ვტოვებთ. ჩვენი პროდუქტები თუ სერვისები პირდაპირ პასუხობს ისეთ თანამედროვე გამოწვევებს, როგორიცაა ტექნოლოგიური განვითარება, ცხოვრების დონის გაუმჯობესება და მომავალზე ზრუნვა.

TSUR GROUP-ში გუნდის ახალ წევრს, რომელიც დაიკავებს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციას და ხელს შეუწყობს ჰოლდინგში შემავალი ბრენდების B2B მიმართულების განვითარებასა და გაძლიერებას.

ვის ვეძებთ?
ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ გუნდის წევრს, რომელიც ფლობს ეფექტური მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარს, ორიენტირებულია შედეგებზე და მზად არის ჰოლდინგის მრავალფეროვანი პორტფელისთვის ახალი, გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად.

რა იქნება შენი მთავარი მისია?
  • პოტენციური ბიზნეს-კლიენტების (B2B) მოძიება, მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების დადგენა;
  • პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი შეხვედრების ორგანიზება და მათთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება;
  • ჰოლდინგში შემავალი ბრენდების პროდუქციისა და სერვისების შესახებ მომხმარებლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, მათი პრეზენტაცია და წარდგენა;
  • კორპორატიული გაყიდვების გაძლიერება და ყოველთვიური გეგმების შესრულება;
  • მომხმარებლებთან ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება;
  • კლიენტთა ბაზების მუდმივი გაფართოება/განახლება და შემდგომი კომუნიკაციის წარმოება;
  • არსებულ და ახალ პარტნიორებთან მჭიდრო, გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • კორპორატიული პორტფელის მოვლა-პატრონობა და რეპორტინგი ხელმძღვანელთან.

რას ველოდებით თქვენგან?
  • კორპორატიულ (B2B) გაყიდვებში მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია CRM სისტემებში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (დამატებითი უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად);
  • ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის გამორჩეული უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ?
  • აქტიურ, დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
  • ზრდის და განვითარების მაღალ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • სპეციალურ ფასდაკლებას Tsur Group-ში შემავალი კომპანიების პროდუქტებზე.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: work@tsur-group.com
გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები