დღეს - 10 აგვ
სტანდარტი
ტენდერი სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: tenders@cenn.org
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ტენდერი/კონკურსი
ტენდერი
"CENN", პროექტის "მწვანე კავკასია" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს ტენდერს სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე, რომელიც ითვალისწინებს ტყის აღდგენითი სამუშაოების (ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა) განხორციელებას სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოსთვის დაქვემდებარებულ 14,49 ჰექტარ ტერიტორიაზე, ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ზეგნის სატყეოს უბანზე “გოდერძი”.
დეტალური ინფორმაცია გამოცხადებულ ტენდერზე იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში:
ტექნიკური დავალება
დანართები #1, #2, #3 და #4
წინადადება გამოგზავნეთ არაუგვიანეს 10 აგვისტო, 2026 წელი (00:00 საათამდე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tenders@cenn.org (გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ: ტენდერი ტყის აღდგენით სამუშაოებზე).
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წამოდგენილი წინადადებები არ განიხილება.
წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- შევსებული ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილი (დანართი №1) - წინამდებარე ტექნიკური დავალების დანართის შესაბამისად, ფასი ლარში (დღგ-ს გარეშე), უფლებამოსილი პირის ხელმოწერით/ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დადასტურებული;
- შევსებული სამუშაოს შესრულების გეგმა/გრაფიკი (დანართი №2) უფლებამოსილი პირის ხელმოწერით/ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დადასტურებული;
- განახლებული, 2026 წლის, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
- გამოცდილების დამადასტურებელი პორტფოლიო.
შემოსული წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- პრეტენდენტის გამოცდილება - 40%
- სამუშაოს ღირებულება - 40%
- სამუშაოს შესრულების ვადა - 10%
- წარმოდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობა - 10%
ტენდერი/კონკურსი
ტენდერი
ნახვები
უნიკალური ნახვები
