დღეს - 20 აგვ
დაცვის თანამშრომელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება სხვა უსაფრთხოება / დაცვა ობიექტის დაცვა
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სასტუმრო / რესტორანი / კვება სხვა
    უსაფრთხოება / დაცვა ობიექტის დაცვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, არასრული საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ინგლისური,რუსული
Novotel Tbilisi Center საერთაშორისო სასტუმრო და Accor Group-ის წევრი. მდებარეობს თბილისის ისტორიულ ცენტრში, ავლაბრის ცოცხალ უბანში და გთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს თანამედროვე სტუმართმოყვარეობას კულტურულ ხიბლთან.

Novotel Tbilisi Center ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურებისა და დაუვიწყარი დასვენების უზრუნველყოფაზე სტუმრებისთვის. გუნდში გაწევრიანება ნიშნავს გლობალურად სანდო ბრენდისა და საინტერესო სამუშაო გარემოს ნაწილად გახდომას.

ჩვენ ვიწვევთ ჩვენს გუნდში დაცვის თანამშრომელს

Მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
  • სასტუმროს ტერიტორიის დაცვა-კონტროლი;
  • სასტუმროს ტერიტორიის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი;
  • სასტუმროს ტერიტორიის ვიზიტორების კონტროლი;
  • სასტუმროს ტერიტორიის კამერების კონტროლი;
  • საჭიროებისამებრ კომუნიკაცია სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ სტუმრებთან;
  • სასტუმროს ტერიტორიაზე შემოვლის განხორციელება და არსებული საკითხების ჩანიშვა-აღმოფხვრა;
  • საჭიროებისამებრ სტუმართა მოთხოვნების სეგმენტირება და შესაბამის დეპარტამენტში გადაცემა;
  • აკრძალული ნივთების სასტუმროს ტერიტორიაზე შემოტანის მეთვალყურეობა;
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • უსაფრთხოების სისტემების, აღჭურვილობისა და მექანიზმების პერიოდული შემოწმება, მათ გამართულად მუშაობაზე რეგულარული ზრუნვა;
  • თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
  • ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • საგანგებო სიტუაციებში მშვიდად და ეფექტურად რეაგირების უნარი;
  • პრობლემების აღმოჩენის და მათ შესახებ ინფორმაციის სათანადო პირისთვის მიწოდების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა (ღამის ცვლის ჩათვლით).

ჩვენ გთავაზობთ:
  • შესაძლებლობას იმუშავოთ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასტუმროს ქსელში
  • პროფესიონალური და მეგობრული გარემო
  • სამუშაო განრიგი: 12 საათიანი სმენები (დღე/ღამე 4/4 გრაფიკი)
  • საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • საერთაშორისო სასტუმროების ქსელის Accor-ის წევრობა და ფასდაკლებებით სარგებლობა ყველა მის წევრ სასტუმროში
  • კვება თანამშრომლებისთვის

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@novoteltbilisi.com; და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება სასტუმრო NOVOTEL TBILISI CENTER.
გაცნობებთ, რომ სასტუმრო NOVOTEL TBILISI CENTER-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.



სასტუმრო / რესტორანი / კვება
სხვა
უსაფრთხოება / დაცვა
ობიექტის დაცვა
ნახვები
უნიკალური ნახვები