დღეს - 20 აგვ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი
- ენები: ინგლისური
მაღაზიათა ქსელი "მინისო" მსოფლიოს 100 ქვეყანაში, 5000-ზე მეტი ფილიალითაა წარმოდგენილი და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და წარმატებულ ბრენდად არის აღიარებული. "მინისოს" დახლები 12 კატეგორიის პროდუქციას აერთიანებს და სხვადასხვა ქვეყნის წარმოების, 10, 000-ზე მეტი დასახელების ნივთს იტევს. "მინისო ჯორჯია" საქართველოში 2016 წლის დეკემბრიდან ოპერირებს და დღეის მდგომარეობით 26 მაღაზიით არის წარმოდგენილი.
"მინისო ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე თელავი.
ძირითადი მოვალეობები: გუნდის წევრების ეფექტური მართვა;
- მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
- მაღაზიაში მიმდინარე ოპერაციების ყოველდღიური აღრიცხვა, კოორდინაცია;
- პერიოდულად აღწერების წარმოება;
- პროდუქციის შეკვეთების გაკეთება, მისი მიღების კონტროლი;
- მომხმარებლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
- კომპანიის განვითარებისა და გაყიდვების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის სხვადასხვა ტიპის ანალიზი და შესაბამისად ცვლილებების დაგეგმვა.
- მაღაზიის დარბაზის და საწყობის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოწყობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- უცხო ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (ინგლისური);
- სალარო ოპერაციების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- გუნდის მართვის და საქმის დელეგირების უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- ანალიტიკური აზროვნება.
სამუშაო პირობები:
- კვირაში 5 სამუშაო დღე; (ცვლებში)
- მზარდი ანაზღაურების სისტემა; (საპენსიოს იხდის კომპანია)
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- მოქნილი საბონუსე სქემა;
- თანამშრომლებისთვის ფასდაკლება პროდუქციაზე;
თუ თქვენ გსურთ, იმუშაოთ მეგობრულ გარემოში და გქონდეთ კარიერული ზრდის შესაძლებლობა, მაშინ გამოაგზავნეთ თქვენი CV.
რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/UFkC9pkb
წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
