დღეს - 20 აგვ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1200
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, ბაკალავრი, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
კომპანია „აი დი ეს ბორჯომი თბილისი “ აცხადებს ვაკანსიას საწყობის შეკვეთების ამგროვებლის პოზიციაზე.
შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომპანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.
ლოგისტიკის დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს საწყობის შეკვეთების ამგროვებლის პოზიციაზე.
ოფისის მისამართი: ქ.თბილისი, ილია ბაბუციძის ქ.#14;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი, ცვლადი გრაფიკი (დღეში 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 1 სთ შესვენება);
ანაზღაურების ტიპი: ანაზღაურება ფიქსირებული 1200 ლარი + აგროვების ტონაჟი (საშუალოდ 1700 ლარი),
რისი გაკეთება მოგიწევთ:
- პროდუქციის აგროვება;
- საწყობში უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვა;
- საწყობის ტერიტორიის სისუფთავეზე ზრუნვა;
- საჭიროებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელის მითითებით სხვა დავალების შესრულება
საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:
- საშუალო განათლება
- სასაწყობე მეურნეობაში მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობა;
- შრომისმოყვარეობა;
- პუნქტუალურობა;
- ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;
- ანალიზისა და გამოთვლების წარმოების უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
- სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
- კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
- საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.
დაინტერესებული პირები, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-IKOloj
შერჩევის ეტაპები:
ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე:
საქართველოს თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 17-დან 27 წლამდე მამრობითი სქესის კანდიდატის სამსახურში აყვანის წინაპირობაა: დამსაქმებლისთვის სამსახურში აყვანამდე წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

