დღეს - 19 აგვ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო
არქიტექტურა - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი
- ენები: ქართული
ჩვენ ვართ Studio 9 - all in one არქიტექტურული სტუდია, რომელიც 2012 წლიდან საქართველოში ქმნის მასშტაბურ და კონტექსტზე დაფუძნებულ არქიტექტურულ, ინტერიერის დიზაინისა და ურბანულ პროექტებს. კომპანია საქართველოს ორ ლოკაციაზე - თბილისსა და ფოთში ოპერირებს, სადაც ჩვენი გუნდები რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან გამოწვევებზე მუშაობენ.
13+ წლის განმავლობაში განხორციელებული გვაქვს 200-ზე მეტი პროექტი არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, მშენებლობისა და ქალაქგეგმარების მიმართულებით. ჩვენი გუნდი აერთიანებს 65-ზე მეტ სპეციალისტს და მართავს პროცესს სრულ ციკლად - კონცეფციის ჩამოყალიბებიდან საბოლოო რეალიზაციამდე.
სტუდიის პორტფოლიო მოიცავს საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებს, ურბანულ გენგეგმებს, სპორტულ ინფრასტრუქტურას, ისტორიული ობიექტების რეაბილიტაციასა და კერძო საცხოვრებელ არქიტექტურას.
კომპანიის ვებგვერდი : www.studio9.ge
მიმდინარე გაფართოებისა და ახალი პროექტების ფარგლებში, ვაცხადებთ ვაკანსიას უფროსი არქიტექტორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საპროექტო წინადადებების დეტალიზაციაში, მომზადებაში, კონცეფციის შემუშავებაში, ესკიზის შედგენა-დამუშავებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
- საპროექტო დავალებისა და შედგენილი ესკიზის მიხედვით პროექტის სანებართვო პროცედურებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება, თანმდევი აუცილებელი დოკუმენტების მოპოვება-მომზადება.
- არქიტექტურული პროექტის მუშა დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადება. საპროექტო დავალების მიხედვით მთლიანი საპროექტო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია დამკვეთისათვის გადასაცემად;
- პროექტის განხორციელებისას წამოჭრილი საინჟინრო-ტექნიკური და არქიტექტურული საკითხების განხილვა;
- პროექტირების პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ეტაპზე ჩართულობა;
- 41-ე დადგენილების მიხედვით შესაბამისი ნახაზების შედგენა;
- საზედამხედველო პროცედურების განხორციელება.
- მუნიციპალიტეტში შესატანი შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Archicad, AutoCAD);
- ჩაითვლება უპირატესობად დამატებითი პროგრამების ცოდნა (Lumion, Revit);
- ეფექტური კომუნიკაცია მომიჯნავე პროფესიებთან;
პიროვნული თვისებები :
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კრეატიულობა;
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/JmKG3cvb
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
სამშენებლო
არქიტექტურა
ნახვები
უნიკალური ნახვები
