დღეს - 19 აგვ
Microsoft & Google Workspace-ის ლიცენზიების გაყიდვების სპეციალისტი
თბილისი, ვაკე
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1200 - 2500

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 1-დან 2 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ინგლისური
კომპანია IT Connect აცხადებს ვაკანსიას Microsoft & Google Workspace-ის ლიცენზიების გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე
ხელფასი: 1,200-2,500 ლარი (NET) +ბონუსი(დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე)
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)
მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი

ძირითადი მოვალეობები:
  • Microsoft 365, Microsoft Azure-ისა და Google Workspace-ის ლიცენზიების აქტიური გაყიდვა.
  • ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და გაყიდვების სრული ციკლის მართვა (პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე).
  • კლიენტების საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი პროდუქტების/სერვისების შეთავაზება.
  • კომერციული შეთავაზებებისა და პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა.
  • არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება და დამატებითი გაყიდვების (Upsell/Cross-sell) შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
  • ტექნიკურ გუნდთან კოორდინაცია პროექტების დანერგვისა და განხორციელების პროცესში.
  • გაყიდვების პროცესის, შედეგებისა და პროგრესის რეგულარული ანგარიშგება.
  • ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა საჭიროებების მუდმივი ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება.
  • უპირატესობა მიენიჭება B2B გაყიდვების ან IT სექტორში მუშაობის გამოცდილებას.
  • Microsoft 365, Google Workspace ან სხვა Cloud გადაწყვეტილებების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
  • MS Office-ისა და Google Workspace-ის პროგრამების ეფექტურად გამოყენების უნარი.
  • ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები.
  • შედეგზე ორიენტირებულობა და გაყიდვების მიზნების შესრულების მაღალი მოტივაცია.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
  • დროის ეფექტურად მართვისა და რამდენიმე კლიენტთან/პროექტთან ერთდროულად მუშაობის უნარი.
  • Microsoft-ის ან Google-ის სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები