დღეს - 20 აგვ
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
საქართველოს მასშტაბით

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ქოლ-ცენტრი
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: სამუშაო სახლიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილების გარეშე - კანდიდატს არ უნდა ქონდეს გამოცდილება
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: რუსული
Ridetech Georgia LLC აქტიურად ვეძებთ ქოლ-ცენტრის ოპერატორს, რომელიც შემოურთდება ჩვენს საერთაშორისო გუნდს.

ეს არის ტაქსის სადისპეჩერო, სადაც მომხმარებელი რეკავს ტაქსის გამოძახების მიზნით.
უშუალო მოვალეობაა მხოლოდ შემომავალ ზარებზე პასუხი და შეკვეთის გაფორმება.

თქვენი მოვალეობა იქნება:
  • სწრაფად უპასუხოთ მოთხოვნებს შემომავალი ზარის ფორმატით.
  • გააფორმოთ შეკვეთები სწორად და დროულად.
  • მიაწოდოთ ინფორმაცია მომხმარებელს, შესაბამისი დეტალების გათვალისწინებით.

სამუშაო ფორმატი: სრულად დისტანციური.სამუშაო განაკვეთი: 2/2 08:00-20:00
აუცილებელი მოთხოვნა: რუსული ენის (B2 ან C1 დონეზე) ცოდნა.

აღჭურვილობა სამუშაოსთვის: რადგან დისტანციური დასაქმებაა, დაგჭირდებათ ლეპტოპი ან პერსონალური კომპიუტერი, რითიც შეძლებთ მუშაობას და სტაბილური ინტერნეტ-კავშირი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

მონაცემთა შენახვა: შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენს სისტემაში, მანამ სანამ არ მიიღება გადაწყვეტილება თქვენს განაცხადთან დაკავშირებით და გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ერთი წლის ვადით, რადგან ვუზრუნველყოთ თქვენი, ჩვენი და მესამე მხარის ლეგიტიმური ინტერესების დაცვა, ნებისმიერი დავის და სამართლებრივი პრეტენზიის შემთხვევაში. ამ პერიოდის შემდეგ, თქვენი ინფორმაცია წაიშლება. მონაცემთა

შესწორებისა და წაშლის უფლებები: თუ კი, აღარ გსურთ, რომ თქვენი განაცხადი განიხილებოდეს დასაქმების შესაძლებლობებზე, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ვაკანსიიდან, რომელზეც შეტანილი გაქვთ განაცხადი, გააუქმოთ.

მონაცემთა გაცემა: ჩვენ არ გავცემთ პერსონალურ ან განაცხადში არსებულ ინფორმაციას Ridetech Georgia LLC-ის და მის განყოფილებებს მიღმა.

ვაკანსიის ფარგლებში თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია დასაქმების კანდიდათა კონფიდენციალურობის შეტყობინებაში.

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 6