შემდეგი
20 ივლ - 18 აგვ
სტანდარტი
ტექნიკური პერსონალი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: s.bitsadze@hertz.com.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სატრანსპორტო საშუალებები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სატრანსპორტო საშუალებები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
კომპანია “ჰერცი” აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური პერსონალის პოზიციაზე ავტოპარკის მართვისა და ტექნიკური კონტროლის მიმართულებით.
პოზიციის მიზანი: ტექნიკური პერსონალის მთავარი ამოცანაა კომპანიის ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი, დაზიანებების დროული გამოვლენა, სერვისების მონიტორინგი და ავტომობილების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
- ავტომობილების ვიზუალური და ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება;
- სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების დაზიანებების პირველადი შეფასება;
- გეგმიური სერვისების, შეკეთებებისა და ტექნიკური სამუშაოების კონტროლი;
- სერვის ცენტრებთან კომუნიკაცია და შესრულებული სამუშაოების გადამოწმება;
- ავტომობილის დაზიანების, ავარიის ან ხაზზე გაჩერების შემთხვევაში პირველადი რეაგირება;
- საჭიროების შემთხვევაში ადგილზე გასვლა და ავტომობილის მდგომარეობის შეფასება;
- შესრულებული სამუშაოების, დაზიანებებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიწოდება Fleet Manager-ისთვის;
- ავტომობილის ჩაბარება-გადაბარების პროცესში ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება;
- ფოტო-მასალის, აქტების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
- განმეორებითი დაზიანებების ან უხარისხო შეკეთების გამოვლენა;
- მძღოლებისგან მიღებული ტექნიკური ინფორმაციის გადამოწმება;
- კომპანიის შიდა წესებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება ავტომობილების ტექნიკური მომსახურების, სერვისის, მექანიკის, ავტოპარკის ან მსგავს მიმართულებაში;
- სატვირთო ან მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური აგებულების საბაზისო ცოდნა;
- დაზიანებების პირველადი შეფასების უნარი;
- სერვისთან და მძღოლებთან სწორი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ქართული ენის კარგი ცოდნა;
- მართვის მოწმობის ც კატეგორია, ჩაითვლება უპირატესობად
სასურველია:
- სატვირთო ავტომობილებთან მუშაობის გამოცდილება;
- საბურავების, მუხრუჭების, სავალი ნაწილის, ძრავის, ელექტროობის ან სამაცივრე დანადგარების საბაზისო ცოდნა;
- ავტოსერვისში, ლოგისტიკურ ან სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- დაზიანების შეფასებისა და დოკუმენტირების გამოცდილება.
- ინგლისური ენის ცოდნა – მინიმუმ Intermediate დონეზე, მომხმარებლის სახელმძღვანელოებთან სამუშაოდ.
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობა;
- სწრაფი რეაგირება;
- დისციპლინა;
- პრაქტიკული აზროვნება;
- კომუნიკაციის უნარი;
- პრობლემის სწორად აღწერის და გადაცემის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
- სამუშაო ადგილი: თბილისი;
- ანაზღაურება: განიხილება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად;
- შერჩეულ კანდიდატს ჩაუტარდება სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული საწყისი ინსტრუქტაჟი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: s.bitsadze@hertz.com.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: ტექნიკური პერსონალი — ავტოპარკის ტექნიკური კონტროლი
გაყიდვები
გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა
ნახვები
უნიკალური ნახვები