დღეს - 18 აგვ
სტანდარტი
საოპერაციო ასისტენტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1500 - 2000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ლოგისტიკა / ტრანსპორტი მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, მაგისტრი, სხვა
  • ენები: ინგლისური
Golden Way Logistics აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო ასისტენტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ: ჩვენ ვართ სწრაფად მზარდი ლოჯისტიკური კომპანია. ვეძებთ ენერგიულ, მოქნილ და მულტიფუნქციურ გუნდის წევრს საოპერაციო ასისტენტის პოზიციაზე, რომელიც მზად არის ჩაერთოს კომპანიის ყოველდღიური პროცესების მართვაში, ისწავლოს ლოგისტიკის ყველა ეტაპი და საჭიროებისამებრ მხარი დაუჭიროს გუნდს სხვადასხვა მიმართულებით

ძირითადი მოვალეობები: ჩვენს დინამიკურ გარემოში საქმე ყოველდღიურად იცვლება, შესაბამისად, თქვენი მოვალეობები მოიცავს საოპერაციო პროცესების სრულ ციკლს:
  • ამანათების გატანის პროცესის მართვა: კომპანიის საწყობიდან ამანათების გატანის/გაცემის პროცესის სრული კონტროლი; კურიერების კოორდინაცია ამანათების გატანის პროცესში და დისპეჩინგი.
  • პრობლემური ამანათების კონტროლი: პრობლემური ამანათების იდენტიფიცირება, დროული გადაჭრა და უკან დასაბრუნებელი (Return) ამანათების მომზადება/დაბრუნება
  • კურიერების მენეჯმენტი: ახალი პარტნიორი კურიერების მოძიება, არსებული კურიერების გუნდის მართვა, კოორდინაცია და მათი ყოველდღიური მხარდაჭერა (Support).
  • საწყობის მხარდაჭერა: პიკურ პერიოდებში საწყობის გუნდის დახმარება ამანათების სორტირების, მიღებისა და გაცემის პროცესში.
  • საოფისე ოპერაციები: ოფისიდან ამანათების გატანის ორგანიზება, კომანიის პროგრამაში/ფაილებში მუშაობა და დახმარება მიმდინარე ადმინისტრაციულ საკითხებში.
  • მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის ხელშეწყობა (CS Support): მომხმარებელთა მომსახურების გუნდის დახმარება შიდა, კომპლექსური პრობლემების მოგვარებაში; საჭიროებისამებრ, პირდაპირი კომუნიკაცია მომხმარებლებთან ქეისების დასარეგულირებლად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Excel, Word) სამუშაო დონეზე ფლობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
  • მომხმარებელთან მუშაობის, ქეისების მართვის ან ლოგისტიკის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები (რასაც ყველაზე მეტად ვაფასებთ):
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი;
  • მაქსიმალური მოქნილობა (Flexibility): მზაობა და ენთუზიაზმი, შეასრულოს ნებისმიერი ტიპის საქმე (როგორც კომპიუტერთან, ისე საწყობში, კურიერებთან ადგილზე) იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება კომპანიას კონკრეტულ მომენტში;
  • სტრესულ და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
  • კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები, გრაფიკი და ლოკაცია:
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, ცვალებადი გრაფიკით ტვირთის ჩამოსვლის შესაბამისად (კვირაში 40 საათი);
  • ძირითადი სამუშაო ლოკაცია: კახეთის გზატკეცილი 33ა;
  • მნიშვნელოვანი ნიუანსი: ამანათების გატანის დღეებში მუშაობა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის საწყობში (კურიერებთან ადგილზე პროცესის სამართავად).
  • ანაზღაურება: 1500 - 2000 ლარი (კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად).

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • დინამიკურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ლოგისტიკის სფეროში მრავალმხრივი და სიღრმისეული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას (თქვენ ისწავლით მთელ ბიზნესს შიგნიდან).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე vacancygoldenway@gmail.com

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება “საოპერაციო ასისტენტი” , წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები