შემდეგი
20 ივლ - 18 აგვ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საავტომობილო - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):წარმოება
საავტომობილო - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, საშუალო განათლება
- ენები: ქართული
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიებს ქუთაისის ფილიალში!
სამუშაო ადგილი: ქუთაისის ფილიალი.
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00.
გაყიდვების კონსულტანტის ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა (საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, აკუმულატორები, ავტონაწილები);
- კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება;
- ფილიალში პროდუქციის სათანადოდ განლაგება;
- ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ;
- გაყიდვების გეგმების შესრულება;
- ფინანსური ოპერაციების პროგრამული ასახვა;
- სასაქონლო ზედნადების და სალარო ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (შემოსავლის/გასავლის ორდერი, გადახდის ქვითარი);
- სალარო-აპარატის და საბანკო ტერმინალის მოხმარება;
- დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამული მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- სასურველია შესაბამისი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია საავტომობილო სფეროში გამოცდილება.
აუცილებელი უნარები:
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა;
- მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;
- შედეგზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ნახვები
უნიკალური ნახვები