შემდეგი
20 ივლ - 19 აგვ
ქიმიური ლაბორატორიის ლაბორანტი
ბათუმი, რუსთაველის უბანი, სხვა
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Elektronde1965@gmail.com
ტელეფონი: +995 555537521
მისამართი: ბათუმი, ვაჟა ფშაველას 7
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
ქიმია - ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები
ნავთობი და ენერგეტიკა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: ნაწილობრივი განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მეცნიერება / განათლება
ქიმია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები
ნავთობი და ენერგეტიკა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: რუსული,ინგლისური
კომპანია ელექტრონ დე აცხადებს ვაკანსიას ქიმიური ლაბორატორიის ლაბორანტის პოზიციაზე.
თუ გაქვთ ქიმიის სფეროში შესაბამისი განათლება და გამოცდილება სატრანსფორმატორო ზეთების ლაბორატორიულ კვლევებში, გიწვევთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი.
ძირითადი მოვალეობები
- სატრანსფორმატორო ზეთების ფიზიკურ-ქიმიური და დიაგნოსტიკური ანალიზების ჩატარება;
- ზეთის ხარისხის მაჩვენებლების განსაზღვრა მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
- გახსნილი აირების ანალიზის (Dissolved Gas Analysis – DGA) ჩატარება და შედეგების შეფასება;
- ლაბორატორიული მოწყობილობების ექსპლუატაცია, კალიბრაცია და ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
- ანალიზების შედეგების დოკუმენტირება, ანგარიშების მომზადება და მონაცემთა არქივირება;
- ლაბორატორიული უსაფრთხოების ნორმებისა და ხარისხის მართვის სისტემის მოთხოვნების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ქიმიის, ანალიტიკური ქიმიის, ქიმიური ტექნოლოგიის ან მონათესავე მიმართულებით;
- სატრანსფორმატორო ზეთების ლაბორატორიული ანალიზის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- გამოცდილება გახსნილი აირების შემცველობის (DGA) ტესტირებასა და შედეგების ინტერპრეტაციაში;
- თანამედროვე ლაბორატორიულ ანალიტიკურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
- საერთაშორისო სტანდარტების (IEC, ASTM, ISO და სხვა შესაბამისი ნორმების) ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე, ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- თანამედროვე, სრულად აღჭურვილ ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობას;
- უახლესი თაობის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ანალიტიკურ აპარატურასთან მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად);
- სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნონ CV და შესაბამისი დოკუმენტაცია მითითებულ ელფოსტის მისამართზე: elektronde1965@gmail.com - Tel: 555537521
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ:
„ქიმიური ლაბორატორიის ლაბორანტი“
მეცნიერება / განათლება
ქიმია
ნახვები
უნიკალური ნახვები