20 ივლ - 19 აგვ
მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ბათუმი, ხიმშიაშვილის უბანი, ჟ. შარტავას ქუჩა
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995577402130
მისამართი: ბათუმი. ჟიული შარტავას ქ.N7

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) B2B მარკეტინგი
  • ინდუსტრია / სფერო: უძრავი ქონება უძრავი ქონება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი,უფასო კვება,ყავა / ხილი / სნექები,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 5 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) B2B მარკეტინგი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    უძრავი ქონება უძრავი ქონება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: რუსული,ინგლისური
მეტროპოლი ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს.

ბათუმის ფილიალი აფართოებს გუნდს და ეძებს გამოცდილ, კრეატიულ და სტრატეგიულად მოაზროვნე მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის მარკეტინგულ მიმართულებას, დაგეგმავს და განახორციელებს ეფექტურ კამპანიებს, უზრუნველყოფს ბრენდის ცნობადობის ზრდას და გაყიდვების მხარდაჭერას.

ძირითადი მოვალეობები
  • კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება;
  • მარკეტინგის დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და გუნდის ხელმძღვანელობა;
  • ონლაინ და ოფლაინ მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ეფექტიანობის შეფასება;
  • სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია;
  • ბრენდის პოზიციონირების, ცნობადობისა და რეპუტაციის გაძლიერებაზე მუშაობა;
  • გაყიდვების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა ლიდების გენერირების და გაყიდვების მხარდაჭერის მიზნით;
  • კრეატიულ სააგენტოებთან, კონტრაქტორებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა;
  • ბაზრის, კონკურენტების და მომხმარებელთა ქცევის მუდმივი ანალიზი;
  • მარკეტინგული აქტივობების შედეგების ანალიზი და პერიოდული ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • მარკეტინგის სფეროში მინიმუმ 3-წლიანი ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სამშენებლო/დეველოპერულ სექტორში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად);
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პრაქტიკული გამოცდილება;
  • კონტრაქტორებთან, სარეკლამო სააგენტოებთან და სხვადასხვა პარტნიორთან ეფექტური თანამშრომლობის გამოცდილება;
  • პროექტების ერთდროულად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • Google Ads, Meta Ads, CRM სისტემებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების საფუძვლიანი ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • ლიდერული, ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
  • ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარები.

ჩვენ გთავაზობთ
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვების უზრუნველყოფას;
  • კორპორატიულ ნომერს;
  • პროფესიული განვითარების, სწავლებისა და კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
  • ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს, გუნდურ აქტივობებსა და თიმბილდინგებს.

თუ გსურთ გახდეთ წარმატებული და მზარდი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ვაკანსიის დასახელებით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე infopmi@metropol.ge

შემოუერთდით მეტროპოლის ბათუმის გუნდს!
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
B2B მარკეტინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები