დღეს - 15 აგვ
გაყიდვების ოპერატორი
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • სავაჭრო ობიექტებიდან ელექტრონულად მიღებული შეკვეთების სისტემაში რეგისტრაცია;
  • მარაგების შესაბამისად დაკორექტირებული შეკვეთების გადაგზავნა ქსელის წარმომადგენლებისთვის;
  • შეკვეთების დამუშავებისა და შესრულების გრაფიკის მონიტორინგი და პროცესის კონტროლი;
  • ფასთასხვაობებისა და მიმდინარე კომერციული აქტივობების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება ქსელის უფლებამოსილი პირებისთვის;
  • სავაჭრო წარმომადგენლებისთვის, სუპერვაიზერებისა და მენეჯერებისთვის მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის, ანგარიშებისა და მონაცემების მომზადება და მიწოდება;
  • ინვენტარის გადაადგილებისთვის საჭირო ფაილებისა და დოკუმენტაციის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • 1C პროგრამის ცოდნა;
  • MS office;

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
  • სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები