დღეს - 16 აგვ
ოპერაციების მენეჯერი
თბილისი, დიდუბე
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა საოპერაციო პროცესების მართვა, საოპერაციო მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ღია კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1500 - 3000
    (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი
  • სტუდენტებისთვის: კი
  • ენები: ინგლისური,რუსული
ვერიდა ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე ჩვენი პარტნიორი კომპანიისთვის — აშშ-ში მოქმედი სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების სადაზღვევო სააგენტოსთვის.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო (ოფისიდან)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო საათები: 17:00 – 02:00
ტრანსპორტირება: ღამის საათებში კომპანიის მიერ უზრუნველყოფილი ტრანსპორტი

ეს არის მნიშვნელოვანი საოპერაციო პოზიცია, რომლის მთავარი მიზანია სადაზღვევო პროცესების ეფექტურად მართვა, კლიენტებთან და შიდა გუნდებთან კოორდინაცია, ასევე მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. წარმატებული კანდიდატი იმუშავებს კომპანიის შიდა CRM სისტემაში, გააკონტროლებს თითოეული კლიენტის პროცესს საწყისი ეტაპიდან დასრულებამდე და უზრუნველყოფს ყველა ოპერაციის შეუფერხებლად მიმდინარეობას.
თუ ხართ ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და სწრაფ გარემოში მუშაობა თქვენთვის კომფორტულია, მოხარული ვიქნებით თქვენი კანდიდატურის განხილვით.

ძირითადი მოვალეობები
  • ყოველდღიური სადაზღვევო ოპერაციების მართვა და კონტროლი.
  • კლიენტებთან კომუნიკაცია ტელეფონის, ელ. ფოსტისა და სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.
  • კომპანიის შიდა CRM სისტემაში მუშაობა და კლიენტების მონაცემების მართვა.
  • თითოეული კლიენტისა და ლიდის ინდივიდუალური კონტროლი პროცესის ყველა ეტაპზე.
  • გაყიდვების მენეჯერების მხარდაჭერა საოპერაციო და ადმინისტრაციულ საკითხებში.
  • დოკუმენტაციის სისწორის, სრულყოფისა და დროული დამუშავების უზრუნველყოფა.
  • სხვადასხვა შიდა პროცესის კოორდინაცია მომსახურების ხარისხის შესანარჩუნებლად.
  • საოპერაციო პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრა.
  • მონაცემებისა და პროცესების ზუსტი აღრიცხვის უზრუნველყოფა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად.

სავალდებულო მოთხოვნები
  • ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა (წერა და საუბარი).
  • 17:00-დან 02:00 საათამდე სამუშაო გრაფიკით მუშაობის მზადყოფნა.
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • ძლიერი კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარები.

ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
  • აშშ-ის სატვირთო გადაზიდვების ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება, მათ შორის:
  • Truck Dispatch
  • Commercial Truck Insurance
  • Logistics Operations
  • Freight Brokerage
  • ან სხვა დაკავშირებული მიმართულებები.

საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც შეძლებენ განაცხადის გაკეთებას.

ჩვენ გთავაზობთ
  • სრულ განაკვეთზე სტაბილურ დასაქმებას.
  • აშშ-ის წარმატებულ სადაზღვევო კომპანიასთან მუშაობის შესაძლებლობას.
  • თანამედროვე სამუშაო გარემოს თბილისში.
  • ღამის საათებში კომპანიის მიერ უზრუნველყოფილ ტრანსპორტირებას.
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო გარემოში.

განაცხადის გაგზავნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@verida.ge
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
საოპერაციო პროცესების მართვა,
საოპერაციო მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები