დღეს - 14 აგვ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი, ბაზრის კვლევა, მარკეტინგის მენეჯმენტი, მარკეტინგის ანალიტიკა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა რეგიონის/ქვეყნის მართვა სამედიცინო ფარმაცია - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი, ბაზრის კვლევა, მარკეტინგის მენეჯმენტი, მარკეტინგის ანალიტიკა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვარეგიონის/ქვეყნის მართვა სამედიცინოფარმაცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი
- ენები: ინგლისური,რუსული
Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. კომპანია ავტორიზებულია GDP და ISO 9001 სტანდარტის შესაბამისი სერთიფიკატით. დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.
ფარმაცევტული კომპანია “სმარტფარმი” აცხადებს ვაკანსიას ტერიტორიული მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში;
ფარმაცევტული კომპანია “სმარტფარმი” აცხადებს ვაკანსიას ტერიტორიული მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში;
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი გამოცდილების შესაბამისადდა ბონუსი;
კომპანია გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს კონკურენტული, მზარდი ანაზღაურებით, პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
ფუნქცია - მოვალეობები:
სტრატეგიული მართვა
- პასუხისმგებლობა განსაზღვრულ ტერიტორიაზე მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაზე.
- მარკეტინგული გეგმების შემუშავება კომპანიის საერთო სტრატეგიის შესაბამისად.
- გაყიდვებისა და მარკეტინგის მიზნების შესრულების უზრუნველყოფა
ბაზრის ანალიზი
- რეგიონული ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა ქცევის მუდმივი მონიტორინგი.
- ბაზრის ტენდენციების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
- კონკურენტული გარემოს შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
ბრენდისა და პროდუქტის მართვა
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, კოორდინაცია და ეფექტიანობის შეფასება.
- პროდუქტის პოზიციონირების მხარდაჭერა რეგიონში.
- ბრენდის სტანდარტების დაცვა და ერთიანი იმიჯის უზრუნველყოფა.
გაყიდვების მხარდაჭერა
- გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვისა და შესრულების მიზნით.
- სარეკლამო და პრომოაქტივობების ორგანიზება.
- პარტნიორებთან, კლიენტებთან და სამედიცინო/კომერციულ წარმომადგენლებთან ეფექტური ურთიერთობის განვითარება (საჭიროების მიხედვით).
ბიუჯეტის მართვა
- მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და ეფექტური მართვა.
- მარკეტინგული ხარჯების კონტროლი და ROI-ის (ინვესტიციის უკუგების) შეფასება.
გუნდის მართვა
- მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელობა, თბილისის ტერიტორიაზე, განვითარება და მოტივაცია.
- KPI-ების განსაზღვრა, შესრულების შეფასება და უკუკავშირის მიწოდება.
- თანამშრომლების ტრენინგებისა და განვითარების ხელშეწყობა.
ანალიტიკა და ანგარიშგება
- მარკეტინგული აქტივობების შედეგების ანალიზი.
- KPI-ების მონიტორინგი და რეგულარული ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
- პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების წარდგენა.
ურთიერთობები
- დისტრიბუტორებთან, პარტნიორებთან, სარეკლამო სააგენტოებთან და სხვა გარე მხარეებთან თანამშრომლობა.
- ადგილობრივი ღონისძიებების, კონფერენციებისა და გამოფენების ორგანიზება ან კოორდინაცია.
ძირითადი KPI-ები
- გაყიდვების ზრდა.
- ბაზრის წილის ზრდა.
- მარკეტინგული კამპანიების ეფექტიანობა (ROI).
- ბრენდის ცნობადობის ზრდა.
- ბიუჯეტის ეფექტური გამოყენება.
- ტერიტორიაზე გაყიდვების გეგმის შესრულება.
- მომხმარებელთა კმაყოფილება და პარტნიორების ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამედიცინო/ფარმაცევტული მიმართულებით ;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ;
- Microsoft საოფისე პროგრამების ფლობა;
- სასურველია ინგლისური/რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- სასურველია მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილის ფლობა;
აუცილებელი უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა:
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV(რეზიუმე)ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კადნიდატებს.
„Smartpharm” მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი,
ბაზრის კვლევა,
მარკეტინგის მენეჯმენტი,
მარკეტინგის ანალიტიკა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
რეგიონის/ქვეყნის მართვა
სამედიცინო
ფარმაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
