16 ივლ - 14 აგვ
კონსურსი აკადემიური პოზიციების დასაკავებლად 2
თბილისი, დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 8-დან 20 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება
    ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: დოქტორი
  • ენები: ინგლისური,ქართული
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პოზიციების დასაკავებლად

კონკურსი ცხადდება შემდეგ მიმართულებებზე:
  • მათემატიკა - პროფესორი (1 ვაკანსია);
  • ფიზიკა - პროფესორი (1 ვაკანსია);
  • ფინანსები - პროფესორი (1 ვაკანსია); ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანსია);
  • მარკეტინგი - ასისტენტ-პროფესორი (1 ვაკანსია);
  • არქიტექტურა და დიზაინი - ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანსია);
  • ახლო აღმოსავლეთის ისტორია - პროფესორი (1 ვაკანსია);
  • მათემატიკური ლოგიკა - ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანსია);
  • ვალდებულებითი სამართალი - პროფესორი (1 ვაკანსია);
  • სისხლის სამართალი - პროფესორი (1 ვაკანსია);
  • ადამიანის უფლებათა სამართალი - ასისტენტ-პროფესორი (1 ვაკანსია);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად მათემატიკის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და პედაგოგიური/პრაქტიკული და კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება; ასევე
  • ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის განხორცილება ისეთ საგნებში როგორიცაა: საყოველთაო მათემატიკა; აზროვნების მათემატიკური წესი; ალბათობა და სტატისტიკა; პრობლემების გადაჭრის მეთოდები მათემატიკაში;
  • საერთაშორისო სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები;
  • მათემატიკური ოლიმპიადებისთვის აბიტურიენტების/სტუდენტების მომზადების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ფიზიკის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი თეორიულ ფიზიკაში და პედაგოგიური, სამეცნიერო, კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 15 წლის გამოცდილება, ასევე:
  • ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შემდეგი კურსების მიმართულებით: თეორიული ფიზიკა; თეორიული ფიზიკის მათემატიკური მეთოდები; თეორიული მექანიკა; ზოგადი ფიზიკის მათემატიკური მეთოდები; მაღალი ენერგიის ფიზიკა;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები და სტატიები;
  • განხორციელებული სამეცნიერო და საგრანტო პროექტები;
  • უცხოეთის წამყვან სამეცნიერო და სასწავლო ორგანიზაციებთან/ინსტიტუციებთან კოლაბორაციის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ფინანსების მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: მათემატიკის დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და პედაგოგიური ან/და სამეცნიერო მუშაობის არანაკლებ 20 წლის გამოცდილება და ასევე:
  • ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში ფინანსურ, მენეჯერულ და საგადასახადო აღრიცხვასა და ბიუჯეტირებაში;
  • საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომთა ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • სპეციალური კურსების მომზადების გამოცდილება სხვადასხვა ტიპის პროფესიული ჯგუფებისთვის აღრიცხვისა და ბიუჯეტირების მიმართულებით;
  • ფინანსური პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • ბიზნეს გეგმების შედგენაში სტუდენტებისთვის საკონსულტაციო საქმიანობის გაწევის გამოცდილება;
  • ფინანსებისა და აღრიცხვის მიმართულებით საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის გამოცდილება;
  • გამოქვეყნებული სტატიები;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ფინანსების მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი მათემატიკაში და პედაგოგიური და პრაქტიკული საქმიანობის არანაკლებ 15 წლის გამოცდილება; ასევე
  • ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება ისეთ საგნებში როგორიცაა: ფინანსური აღრიცხვა; მენეჯერული აღრიცხვა;
  • საბაკალავრო/სამაგისტრო პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების გამოცდილება;
  • ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის მიმართულებით პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად მარკეტინგის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი და პედაგოგიური და პრაქტიკული საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება; ასევე
  • მარკეტინგის მიმართულებით ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ისეთ საგნებში , როგორიცაა: მარკეტინგის მენეჯმენტი, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები;
  • მარკეტინგული პროექტების მართვის გამოცდილება;
  • ბრენდის მენეჯმენტის, კომუნიკაციების მენეჯმენტის, ბიუჯეტირებისა და მარკეტინგული დაგეგმვის მიმართულებით გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.
  • უპირატესობა მიენიჭება საზღვარგარეთ მიღებულ ცოდნას და გამცდილებას;

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არქიტექტურა და დიზაინის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი და ასევე:
  • საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
  • მინუმუმ 20 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • განხორციელებული არიქტექტურული პროექტები;
  • მინიმუმ 8 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ახლო აღმოსავლეთის ისტორიის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და პედაგოგიური და სამეცნიერო კვლევითი მუშაობის არანაკლებ 20 წლის გამოცდილება; ასევე
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 15 წლის გამოცდილება;
  • გამოქვეყნებული პუბლიკაციები და სამეცნიერო ნაშრომები;
  • საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომთა ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • საგრანტო პროექტების განხორციელებისა და მართვის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად მათემატიკური ლოგიკის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მათემატიუკურ ლოგიკაში და პედაგოგიური, პრაქტიუკული ან/და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 20 წლის გამოცდილება; ასევე
  • უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება ლოგიკის, გეომეტრიისა და სივრცითი აზროვნების მიმართულებით;
  • ტესტების შექმნის გამოცდილება;
  • კვლევითი საქმიანობა ლოგიკის მიმართულებით;
  • გამოქვეყნებული პუბლიკაციები და სამეცნიერო ნაშრომები;
  • საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლებით და პროფესიული გამოცდილებით.

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ვალდებულებითი სამართლის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: სამართლის დოქტორის კვალიფიკაცია და პედაგოგიური/პრაქტიკული ან/და კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 15 წლის გამოცდილება; ასევე
  • ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ისეთ საგნებში, როგორიცაა: ვალდებულებითი სამართალი - პრაქტიკული კურსი; სახელშეკრულებო სამართალი - პრაქტიკული კურსი I; სამოქალაქო სამართლის პროცესი - ზეპირი და წერილობითი უნარჩვევები; სახელშეკრულებო სამართალი - პრაქტიკული კურსი II
  • სამაგისტრო ნაშორმების ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • შესაბამის სფეროში პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება;
  • ტრენინგებისა და საჯარო ლექციების ჩატარების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლებით და პროფესიული გამოცდილებით.

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სისხლის სამართლის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: სამართლის დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და პედაგოგიური და პრაქტიკული საქმიანობის არანაკლებ 15 წლის გამოცდილება; ასევე:
  • ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სისხლის სამართლის მიმართულებით;
  • საბაკალავრო პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • გამოქვეყნებული პუბლიკაციები და სამეცნიერო ნაშრომები;
  • საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის გამოცდილება;
  • პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება;
  • უცხო ენის ცოდნა;

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ადამიანის უფლებათა სამართლის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი და პედაგოგიური/პრაქტიკული საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება; ასევე:
  • ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანკლებ 10 წლის ადამიანის უფლებათა სამართლის მიმართულებით;
  • ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის საკონსტიტუციო სარჩელების წერის და საკონსტიტუციო სამართალწარმოების სწავლება;
  • ადამიანის უფლებათა საკითხებზე სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;
  • გამოცდილება საკონსტიტუციო სარჩელების მომზადებასა და ორგანიზაციის წარმომადგენლობაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში;
  • ჩატარებული სამართლებრივი კვლევები;
  • საკონსულტაციო საქმიანობის გამოცდილება;
  • საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.

აკადემიური თანამდებობები შეიძლება დაკავებულ იქნეს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით, განხორცილებული პროექტებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 13 აგვისტოდან - 2026 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით.

განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:
  • ბიოგრაფია (CV);
  • სამოტივაციო წერილი (1 გვერდი);
  • შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პროექტი;
  • ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • პუბლიკაციების ჩამონათვალი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დოკუმენტაციის მიიღება ხდება ელექტრონულად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე და შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი - https://form.jotform.com/261834590806463

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება საჭიროების შემთხვევაში საჩვენებელი ლექცია ან გასაუბრება.

კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება 2026 წლის 18 აგვისტოდან - 20 აგვისტოს ჩათვლით, კანდიდატების საბოლოო შერჩევის ვადად განისაზღვრება 2026 წლის 31 აგვისტო.

შრომის ანაზღაურება და შრომის სხვა პირობები განისაზღვრება შერჩეულ პირთან შეთანხმების საფუძველზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: 0159, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 240, კახა ბენდუქიძის კამპუსი
ვებ-გვერდი: www.freeuni.edu.ge
ელ.მისამართი: Vacancy@freeuni.edu.ge
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები
უნიკალური ნახვები