შემდეგი
დღეს - 31 ივლ
დღის ცენტრის ფსიქოლოგი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: dcfs.georgia@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
ფსიქოლოგია - ინდუსტრია / სფერო: არაკომერციული
ფილანტროპია - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამედიცინო
ფსიქოლოგია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):არაკომერციული
ფილანტროპია - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
ა(ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს ვაკანსიას დღის ცენტრის ფსიქოლოგის პოზიციაზე.
თუ გსურთ იმუშაოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და პირებთან, იყოთ მულტიდისციპლინური გუნდის წევრი და მონაწილეობა მიიღოთ მათ განვითარებასა და მხარდაჭერაში, შემოგვიერთდით.
ძირითადი მოვალეობები:
- ბენეფიციართა პირველადი ფსიქოლოგიური შეფასება და საჭიროებების იდენტიფიცირება
- ინდივიდუალური მომსახურების/განვითარების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა
- ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის წარმართვა ბენეფიციარებთან
- ბენეფიციართა პროგრესის მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
- მშობლებისა და კანონიერი წარმომადგენლებისთვის კონსულტაციის გაწევა საჭიროების შემთხვევაში
- მულტიდისციპლინურ გუნდთან აქტიური თანამშრომლობა (გაძლიერება და მონიტორინგი)
- ბენეფიციართა შეფასება-გადაფასების პროცესში მონაწილეობა
- ყოველთვიური ანგარიშებისა და პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით
- ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ფსიქოლოგიური შეფასებისა და ინტერვენციის მეთოდების ცოდნა
- MS Office-ის საბაზისო ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
- ემპათიურობა და პროფესიული ეთიკის დაცვა
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
- პროფესიული განვითარების სურვილი
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: გამოცდილების გათვალისწინებით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: dcfs.georgia@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ: „დღის ცენტრის ფსიქოლოგი”
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 ივლისი, 2026.
სამედიცინო
ფსიქოლოგია
ნახვები
უნიკალური ნახვები