შემდეგი
დღეს - 14 აგვ
დემი შეფ დე პარტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: careers@pullmantbilisi.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
სამზარეულოს ოპერაციების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სასტუმრო / რესტორანი / კვება
სამზარეულოს ოპერაციების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი
- ენები: ქართული
Pullman Hotels & Resorts სტუმართმასპინძლობის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების განმსაზღვრელი ბრენდია, რომელიც უნიკალურ გამოცდილებას ქმნის.
Accor Group-ის წევრი Pullman აერთიანებს ინოვაციას, კომფორტსა და ელეგანტურობას. ქმნის სივრცეს, სადაც სტუმრებს შეუძლიათ შეუფერხებლად შეუთავსონ საქმიანი შეხვედრები და დასვენება, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები,
Pullman Tbilisi Axis Towers Accor-ის ჯგუფის პირველი პრემიუმ-კლასის სასტუმროა საქართველოში. თბილისის ყველაზე მაღალსართულიან შენობაში განთავსებული ულტრათანამედროვე, გამორჩეული კონცეფციის მქონე სასტუმრო იდეალური ადგილია როგორც დასვენებისთვის, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის.
218 დახვეწილი დიზაინის ოთახი, 2000 მ 2 -ზე განლაგებული საკონფერენციო სივრცე, რესტორანი და ბარი ქალაქის პანორამული ხედებით - გამორჩეული გარემოა, სადაც საქმე და დასვენება იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.
Accor Group-ის წევრი Pullman აერთიანებს ინოვაციას, კომფორტსა და ელეგანტურობას. ქმნის სივრცეს, სადაც სტუმრებს შეუძლიათ შეუფერხებლად შეუთავსონ საქმიანი შეხვედრები და დასვენება, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები,
Pullman Tbilisi Axis Towers Accor-ის ჯგუფის პირველი პრემიუმ-კლასის სასტუმროა საქართველოში. თბილისის ყველაზე მაღალსართულიან შენობაში განთავსებული ულტრათანამედროვე, გამორჩეული კონცეფციის მქონე სასტუმრო იდეალური ადგილია როგორც დასვენებისთვის, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის.
218 დახვეწილი დიზაინის ოთახი, 2000 მ 2 -ზე განლაგებული საკონფერენციო სივრცე, რესტორანი და ბარი ქალაქის პანორამული ხედებით - გამორჩეული გარემოა, სადაც საქმე და დასვენება იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.
ვეძებთ დემი შეფ დე პარტის (DCDP) ,რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და ხელს შეუწყობს სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის კულინარიული გამოცდილების შექმნას.
ეს პოზიცია იდეალურია მოტივირებული კანდიდატისთვის, რომელსაც სურს პროფესიული განვითარება, ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღება, გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა და სამზარეულოს გამართული მუშაობის უზრუნველყოფაში აქტიური მონაწილეობა.
დემი შეფ დე პარტის (DCDP) პასუხისმგებლობები და ძირითადი სამუშაო ფუნქციები მოიცავს შემდეგს:
- სტუმრებისთვის ყოველთვის პროფესიონალური, მეგობრული და პროაქტიული მომსახურების უზრუნველყოფა, კოლეგებთან თანამშრომლობის პარალელურად;
- à la carte და/ან ბუფეტის მენიუსთვის სასტუმროს რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად ხარისხიანად მომზადების უზრუნველყოფა;
- ყოველდღიურ ცვლის შეხვედრებზე იდეების, მოსაზრებებისა და წინადადებების აქტიურად გაზიარება;
- საკვების მომზადებისა და პრეზენტაციის ხარისხის უწყვეტად გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- მაცივრებში პროდუქციის სწორი როტაციის უზრუნველყოფა ნარჩენებისა და გაფუჭების მინიმუმამდე დასაყვანად;
- მენიუს, დღის სპეციალური შეთავაზებებისა და მიმდინარე აქციების სრულყოფილი ცოდნა;
- სამუშაო სივრცეების, ინვენტარისა და აღჭურვილობის სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
- სამზარეულოს პოლიტიკის, პროცედურებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
- საკვებისა და სასმელის დამუშავებისას უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაცვა;
- ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამზარეულოს მიმართულებით მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
- დიპლომი ან პროფესიული სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად;
- ძლიერი კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- სტუმრების საჭიროებებზე ორიენტირებულობა, სიმშვიდისა და თავაზიანობის შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში.
ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია კულინარიით, მზად არის მუდმივად ისწავლოს და განვითარებაზე იზრუნოს, ასევე, ხელი შეუწყოს პოზიტიური კულტურის შექმნას სამზარეულოში.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: careers@pullmantbilisi.com
მრავალფეროვნებისა და ინკლუზიისადმი ჩვენი ერთგულება:
ჩვენ ვართ ინკლუზიური კომპანია და ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ, დავასაქმოთ და განვავითაროთ მრავალფეროვანი ნიჭის მქონე ადამიანები.
რატომ Accor?
ჩვენ გაცილებით მეტი ვართ, ვიდრე მსოფლიო ლიდერი სტუმარმასპინძლობის სფეროში. ჩვენ მიგიღებთ ისეთად, როგორიც ხართ, და დაგეხმარებით იპოვოთ პოზიცია, რომელიც თქვენს პიროვნებას შეესაბამება. ჩვენ მხარს გიჭერთ ყოველდღიურ განვითარებასა და სწავლაში, რათა თქვენი საქმიანობა იყოს მიზანმიმართული და ღირებული. Accor-ში კარიერული გზის განმავლობაში თქვენ შეძლებთ აღმოაჩინოთ უსაზღვრო შესაძლებლობები.
თქვენ მიერ წარმოდგენილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. Pullman Tbilisi Axis Towers Hotel ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი შესაბამისობის შეფასების, შრომითი/სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და მონაცემთა დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსი.
გაცნობებთ, რომ სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 2 წლის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
სასტუმრო / რესტორანი / კვება
სამზარეულოს ოპერაციების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები