დღეს - 13 აგვ
სტანდარტი
საკონდიტრო საწარმოს დირექტორი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა TOP მენეჯმენტი, წარმოება/ქარხნის მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: დირექტორი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 3000
    (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა TOP მენეჯმენტი, წარმოება/ქარხნის მართვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: დირექტორი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ინგლისური,რუსული
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრულიად საქართველოს მასშტაბით. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია - მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს ,,ვასაძის პური“ ბრენდი „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საკონდიტრო საწარმოს დირექტორი (ოზურგეთში)

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი : ოზურგეთი, სოფ. მაკვანეთი;
  • განაკვეთი: სრული;
  • ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუსი (გამოსაცდელი ვადის შემდეგ)
  • კანდიდატი უნდა იყოს ადგილობრივი მაცხოვრებელი

ფუნქცია/მოვალეობები
  • საწარმოო პროცესების ეფექტიანობის, ხარისხისა და პროდუქციის სტანდარტების კონტროლი;
  • ახალი პროდუქციის განვითარების, ასორტიმენტის გაფართოებისა და ბაზარზე დანერგვის პროცესის მართვა;
  • კომპანიის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის ეფექტური მართვა და კონტროლი;
  • გაყიდვების, დისტრიბუციისა და საწარმოო პროცესების კოორდინაცია და განვითარება;
  • კომპანიის ბიუჯეტის, ხარჯებისა და ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი;
  • ხელმძღვანელი გუნდის მართვა, თანამშრომლების საქმიანობის შეფასება და განვითარება;
  • კომპანიის სტრატეგიული განვითარების მიმართულებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და მნიშვნელოვან კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობების მართვა;
  • ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშგებისა და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
  • ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
  • FMCG, წარმოების ან დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ბიზნეს პროცესების, გაყიდვების, ფინანსებისა და ოპერაციების მართვის გამოცდილება;
  • ძლიერი ლიდერული, მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ფინანსური ანალიზისა და ბიუჯეტის მართვის ცოდნა;
  • MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) კარგი ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
  • ფიტპასს და კორპორატიულ დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
TOP მენეჯმენტი,
წარმოება/ქარხნის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები