14 ივლ - 28 ივლ
მიმდინარე ვადაგადაცილებული აქტივების მართვის განყოფილების უფროსი
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო ვადაგადაცილებული სესხების მართვა, სესხის წარმოშობა და მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    საბანკო ვადაგადაცილებული სესხების მართვა, სესხის წარმოშობა და მართვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ინგლისური,რუსული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას მიმდინარე ვადაგადაცილებული აქტივების მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი
პოზიცია: მიმდინარე ვადაგადაცილებული აქტივების მართვის განყოფილების უფროსი (PD)
სამუშაო ადგილი:თბილისი, სათავო ოფისი

პოზიციის მიზანი:
მიმდინარე ვადაგადაცილებული აქტივების მართვის განყოფილების უფროსის ძირითად მიზანს წარმოადგენს ორგანიზაციის მიერ გაცემული მიმდინარე ვადაგადაცილებულ სესხების მოგვარებაზე ზრუნვა, კერძოდ, სესხების დაფარვის, გადახდის მიზნით, ორგანიზაციის ინტერესების დასაცავად, მსესხებლებთან/თავდებებთან ორგანიზაციის სახელით ურთიერთობაში მომუშავე პრობლემური სესხების ოფიცრების (PD) მართვა -მენეჯმენტში.

სამუშაოს აღწერა:
  • პრობლემური სესხის ოფიცრების (PD) საქმიანობის კოორდინირება და მენეჯმენტი;
  • პრობლემური სესხების აქტივების განაწილება პრობლემური სესხების ოფიცრებს (PD) და პრობლემური აქტივების ოფიცრებს (PD) შორის;
  • ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად მიმდინარე ვადაგადაცილებული სესხების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან / გარანტორებთან ვიზიტების განხორციელება;
  • მიმდინარე ვადაგადაცილებული სესხების ამოღების სტრატეგიებისა და გეგმების შემუშავება/ განსაზღვრა და აღნიშნული გეგმის შესრულების კონტროლი;
  • საქმიანობის კოორდინირება ვადაგადაცილებული აქტ. მართვის დეპარტამენტის უფროსთან და რეგიონალურ მენეჯერთან შეთანხმებით;
  • მიმდინარე ვადაგადაცილებული სესხების მართვის პროცესის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ახალი ინიციატივების დანერგვა;
  • დაქვემდებარებული გუნდის მოტივაციის გაუმჯობესებისათვის აქტივობების განხორციელება;
  • პრობლემური სესხების ოფიცრების (PD) და პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრების (PD) შედეგების შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
  • ჩატარებული სამუშაოების შედეგების წარდგენა და რეპორტინგი მენეჯმენტთან;
  • ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, ზედამხედველის მიერ დავალების სახით დაწესებული გეგმის (ვადაგადაცილებული მსესხებლების შესასრულებელი ვალდებულებების (იძულებითი წესით ან ნებაყოფილობით) - თანხის ამოღების გეგმის შესრულება;
  • მოახდინოს გამარტივებულით შეტანილ საქმეებზე შეტანის დღიდან დარიცხული ჯარიმების რევერსი.

მენეჯერული პასუხისმგებლობები:
  • თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების სწავლების, განვითარების და ცოდნის გაუმჯობესების უზრუნველყოფა;
  • ყოველდღიური საქმიანობის მონიტორინგი და მხარდაჭერა;
  • წლიური ამოცანების/ პროექტების/KPI ების განსაზღვრა, გუნდის წევრების შეფასება და ინდივიდუალური მიზნების მონიტორინგი. წლიური შესრულებული სამუშაოების /დაქვემდებარებული გუნდის წევრების შეფასება (EPR). სამუშაოს არასათანადო შესრულების ე.წ poor performance-ის მართვა;
  • დროული და კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება;
  • საჭირო სამუშაო რესურსების დაგეგმვა და საქმეების სწორი განაწილება. თანამშრომლების შერჩევა, განვითარება და key პოზიციებზე საქსესორების გამოვლენა;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაცია კომპანიაში/ დეპარტამენტში მიმდინარე სიახლეების შესახებ;
  • სამუშაო გრაფიკის, შვებულებების და სხვა ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
  • შრომის დისციპლინის კონტროლი და დარღვევებზე რეაგირება;
  • შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების, კორპორატიული ღირებულებების, ეთიკის კოდექსის დაცვაზე ზედამხედველობა და დარღვევებზე რეაგირება ბანკის დისციპლინარული HR პოლიტიკის თანახმად;
  • გუნდის წევრებს შორის თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემისა და გუნდურობის ხელშეწყობა;
  • პოზიტიური და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება);
  • აუცილებელია ვადაგადაცილებული აქტივების მართვის მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობისა და ავტომობილის ფლობა;
  • მოლაპარაკებების წარმოების, დარწმუნების და არგუმენტირების უნარი;
  • სტრესულ სიტუციებში მუშაობის უნარი;
  • მოქნილი სამუშაო საათებისა და რეგიონში მივლინებების მიმართ;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • ლიდერული უნარ-ჩვევები;
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა - სასურველია.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 28 ივლისი, 2026 წელი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.

შეავსე აპლიკაცია, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
საბანკო
ვადაგადაცილებული სესხების მართვა,
სესხის წარმოშობა და მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები