დღეს - 28 ივლ
პერსონალის შერჩევის ასისტენტი/ანაზღაურებადი სტაჟირება
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები რეკრუტმენტი და ტალანტების მოძიება
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: სტაჟირება
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება, მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი
  • ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პერსონალის შერჩევის ასისტენტი (ანაზღაურებადი სტაჟირება),
ქალაქში - სათავო ოფისი,
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

რას გააკეთებ სტაჟირების პროცესში:
  • გაეცნობი შერჩევის პროცესს, პოლიტიკას და პროცედურას;
  • მონაწილეობას მიიღებ მთლიანი შერჩევის ციკლის ადმინისტრირებაში; (ვაკანსიის გამოცხადება, კანდიდატებთნ კომუნიკაცია, ტესტირება, უკუკავშირის დაბრუნება, პროგრამული ადმინისტრირება,Onboarding);
  • პასუხისმგებელი იქნები რამოდენიმე დამწყები პოზიციის შერჩევაზე სრულად.

სასურველი კანდიდატის პროფაილი:
  • მოტივირებული, სწავლაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • პერსონალის შერჩევის და ადამიანური რესურსების სფეროს მიმართ ინტერესი;
  • გუნდური, კეთილგანწყობილი, აქტიური, დეტალებზე ორიენტირებული;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციისა და მომსახურების უნარები.
  • დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებასგამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)ღილაკის საშუალებით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 28 ივლისი, 2026 წელი

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ადამიანური რესურსები
რეკრუტმენტი და ტალანტების მოძიება
ნახვები
უნიკალური ნახვები