შემდეგი
დღეს - 11 აგვ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საკვები და სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".
ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
ძირითადი მოვალეობები:
- შემოსული და გასული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა;
- საწყობის ყოველდღიური ოპერაციების პროგრამაში ასახვა და კონტროლი;
- საქონლის მიღების, გადაადგილების, დაკომპლექტების და გაცემის პროცესების სისტემაში დამუშავება;
- სისტემური ხარვეზების ან შეუსაბამობების იდენტიფიცირება და შესაბამის პირებთან კომუნიკაცია;
- მარაგების მონაცემების სიზუსტის კონტროლი და სხვაობების იდენტიფიცირება;
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და შედეგების სისტემაში ასახვა;
- პროგრამაში შესაბამისი დავალებების შექმნა, განაწილება და მისი მონიტორინგი;
- სხვადასხვა დეპარტამენტების მხარდაჭერა პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებში;
- პროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებით თანამშრომლების კონსულტირება და მხარდაჭერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- იგივე ან მსგავს პოზიციაზე 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საწყობის მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (WMS;ERP);
- MS office.
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
- კარგი კომუნიკაციური უნარები;
- სწრაფად ათვისების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები