დღეს - 11 აგვ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო: კორპორატიული სერვისები
ბუღალტერია - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2500 - 3000(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 5 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):კორპორატიული სერვისები
ბუღალტერია - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ინგლისური
Countman არის პროგრესული, განვითარებადი და ზრდაზე ორიენტირებული საბუღალტრო და ფინანსური მომსახურების კომპანია. ჩვენ ვქმნით პროფესიულ, სტაბილურ და თანაბარი შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს მნიშვნელოვანი როლი აქვს კომპანიის განვითარებაში.
გაყიდვების გუნდის გაძლიერების მიზნით, Countman აცხადებს ვაკანსიას უფროსი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
გაყიდვების გუნდის გაძლიერების მიზნით, Countman აცხადებს ვაკანსიას უფროსი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ეს პოზიცია განკუთვნილია გამოცდილ კანდიდატზე, რომელიც შეძლებს არა მხოლოდ ახალი კორპორატიული კლიენტების მოზიდვას, არამედ გაყიდვების მიმართულების განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას, ახალი არხების მოძიებას, სტრატეგიული პარტნიორობების შექმნას და მსხვილ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმართვას.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლვოვის ქ. №95
სამუშაო გრაფიკი
- 10:00 - 18:00
- შესვენება - 1 საათი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვაში მონაწილეობა;
- ბაზრის, კონკურენტებისა და პოტენციური კლიენტების სეგმენტების ანალიზი;
- ახალი კორპორატიული კლიენტების აქტიური მოძიება და გაყიდვების შესაძლებლობების შექმნა;
- მსხვილ და სტრატეგიულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- გაყიდვების ახალი არხებისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
- კლიენტებისთვის კომპანიის მომსახურებების პროფესიონალურად წარდგენა და პრეზენტაციების ჩატარება;
- გაყიდვების სრული ციკლის მართვა - პირველ კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
- გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობა;
- გაყიდვების პროცესის გაუმჯობესებაზე რეკომენდაციების მომზადება;
- რეგულარული რეპორტინგი მენეჯმენტთან.
შენიშვნა:
მიმდინარე კლიენტების მომსახურება და ურთიერთობების ყოველდღიური მართვა ხორციელდება ცალკე Account Management გუნდის მიერ. აღნიშნული პოზიცია ორიენტირებულია ახალი კლიენტების მოზიდვასა და გაყიდვების განვითარებაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით;
- B2B გაყიდვების გამოცდილება - სავალდებულო;
- მომსახურების სფეროში გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- მსხვილ კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკებების გამოცდილება;
- გაყიდვების პროცესების, pipeline-ისა და მოლაპარაკებების ტექნიკის კარგი ცოდნა;
- საოფისე და CRM პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სტრატეგიული და კომერციული აზროვნება;
- დამაჯერებელი და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების მაღალი კომპეტენცია;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტური მართვა;
- პრეზენტაბელურობა და პროფესიული ეთიკა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას:
- 2500 ₾ - 3000 ₾ ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან
- შედეგებზე დაფუძნებულ ბონუს სისტემას;
- რეალურ შესაძლებლობას კარიერული ზრდისთვის;
- სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობას;
- პროფესიონალურ და მიზანზე ორიენტირებულ გუნდს;
- გაყიდვების მიმართულების განვითარებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/ZIRPIgvc
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები
