დღეს - 11 აგვ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო: კორპორატიული სერვისები
ბუღალტერია - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 3 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):კორპორატიული სერვისები
ბუღალტერია - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ინგლისური
Countman არის განვითარებაზე ორიენტირებული საბუღალტრო და ფინანსური მომსახურების კომპანია, რომელიც ეხმარება ბიზნესებს ბუღალტრული და საგადასახადო პროცესების სწორად, გამჭვირვალედ და ეფექტურად მართვაში.
Countman აფართოებს გაყიდვების გუნდს და აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ეს პოზიცია განკუთვნილია კანდიდატზე, რომელსაც აქვს B2B გაყიდვების გამოცდილება, შეუძლია ახალი კლიენტების მოძიება, პირველი კონტაქტის დამყარება, შეხვედრების ორგანიზება, კომპანიის მომსახურებების წარდგენა და გაყიდვების პროცესის აქტიური მართვა.
სამუშაო ადგილი
ქ. თბილისი, ლვოვის ქ. №95
სამუშაო გრაფიკი
10:00 - 18:00
შესვენება - 1 საათი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ახალი კორპორატიული კლიენტების აქტიური მოძიება;
- პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაციის დაწყება და საჭიროებების იდენტიფიცირება;
- შეხვედრების დანიშვნა და კომპანიის მომსახურებების წარდგენა;
- კლიენტებთან კომერციული შეთავაზებების განხილვა;
- გაყიდვების პროცესის მართვა პირველ კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
- პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა და განახლება;
- CRM სისტემაში ინფორმაციის დროული და სწორად ასახვა;
- გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ყოველდღიური მუშაობა;
- გუნდის ხელმძღვანელთან და მენეჯმენტთან რეგულარული რეპორტინგი;
- გაყიდვების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება ბაზარზე.
შენიშვნა:
მიმდინარე კლიენტების მომსახურება და ურთიერთობების მართვა ხორციელდება ცალკე Account Management გუნდის მიერ. აღნიშნული პოზიციის მთავარი მიზანია ახალი კლიენტების მოზიდვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
- B2B გაყიდვების გამოცდილება - სავალდებულო;
- მომსახურების სფეროში გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კორპორატიულ კლიენტებთან კომუნიკაციისა და შეხვედრების ჩატარების გამოცდილება;
- გაყიდვების პროცესებისა და მოლაპარაკებების საბაზისო/კარგი ცოდნა;
- საოფისე და CRM პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- აქტიური და მიზანზე ორიენტირებული კომუნიკაცია;
- კლიენტთან ურთიერთობის კარგი უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტური მართვა;
- გუნდურობა;
- პრეზენტაბელურობა და პროფესიული ეთიკა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას:
- 1700 ₾ - 2000 ₾ ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან
- შედეგებზე დაფუძნებულ ბონუს სისტემას;
- განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობას;
- პროფესიონალურ და მხარდამჭერ გუნდს;
B2B გაყიდვების მიმართულებით გამოცდილების გაღრმავების შესაძლებლობას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/lEAP4aFe
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები
