დღეს - 11 აგვ
ვიპ
გაყიდვების მენეჯერი / ექსპორტის მენეჯერი
ქუთაისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@uglubricants.com
ტელეფონი: +995 551 62 75 51
მისამართი: ავტომშენებლის N 88
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
სამრეწველო ავტომატიზაცია - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):წარმოება
სამრეწველო ავტომატიზაცია - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, ბაკალავრი, დოქტორი, საშუალო განათლება, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: რუსული,ინგლისური,ქართული
UG Lubricants აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის / ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის აღწერა:
UG Lubricants არის ქართული საწარმოო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია საავტომობილო და სამრეწველო სექტორისთვის განკუთვნილი საპოხი მასალების, ზეთებისა და ტექნიკური სითხეების წარმოებაში.
კომპანია ფლობს თანამედროვე საწარმოო ქარხანას, რომელიც მდებარეობს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, მორგებულს სხვადასხვა ინდუსტრიის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გრძელვადიანი და ურთიერთსასარგებლო პარტნიორული ურთიერთობების განვითარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც კომპანიის მდგრადი ზრდისა და წარმატების საფუძველს წარმოადგენს.
ფუნქცია-მოვალეობები
- საერთაშორისო კლიენტებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია
- ახალი საექსპორტო ბაზრებისა და კლიენტების მოძიება
- კომერციული წინადადებებისა და კონტრაქტების მომზადებაში მონაწილეობა
- ექსპორტის გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების მონიტორინგი
- ექსპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი (ინვოისი, შეფუთვის ფურცელი, წარმოშობის სერტიფიკატი და სხვა)
- ლოგისტიკური პროცესების კოორდინაცია სატრანსპორტო კომპანიებთან და საბაჟო ბროკერებთან
- მიწოდების ვადებისა და პირობების კონტროლი
- გაყიდვების ანგარიშებისა და სტატისტიკის მომზადება მენეჯმენტისთვის
- მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებსა და ბიზნეს ფორუმებში კომპანიის წარმომადგენლად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სამუშაო გამოცდილება ექსპორტის გაყიდვების ან საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით
- საერთაშორისო ვაჭრობისა და ექსპორტის დოკუმენტაციის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი
- შედეგზე ორიენტირებულობა და მიზანმიმართულობა
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word, ელ-ფოსტა)
ენების ცოდნა
- ქართული – აუცილებელია
- ინგლისური – აუცილებელია
- რუსული – ჩაითვლება უპირატესობად
დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი (Full time)
სამუშაო გრაფიკი / ფორმატი
- სრული – ოფისში მუშაობა (ქუთაისი)
- სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
- პერიოდულად მოიცავს მივლინებებს და მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებსა და ბიზნეს ფორუმებში
ანაზღაურება
- კონკურენტული (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსები ექსპორტის გაყიდვების შედეგების მიხედვით (გამჭვირვალე ბონუს სისტემა)
ბენეფიტები
- სამედიცინო დაზღვევა
- ბონუსების სისტემა
- პროფესიული განვითარება საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით
- საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობის გამოცდილება
- სტაბილური საწარმოო კომპანია გრძელვადიანი განვითარების გეგმებით
შენიშვნა
წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების შპს „UG Lubricants“-ისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „უჯ ლუბრიკანტს“-ის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით და დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს „უჯ ლუბრიკანტს“-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს „უჯ ლუბრიკანტს“-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@uglubricants.com
Subject-ში მიუთითეთ ვაკანსია, რომელზე საკონკურსოდაც აგზავნით თქვენს რეზიუმეს. სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ გადაირჩევა.
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551 62 75 51
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
