დღეს - 07 აგვ
სტანდარტი
კაფეტერიის მენეჯერი
თბილისი, ვაკე, რ. ერისთავის ქ.
კაფეტერია
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება სერვისის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, რესტორანი/კაფე/ბარი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
კაფეტერია აცხადებს ვაკანსიას კაფეტერიის მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც შეუერთდება ჩვენს საოჯახო კაფეტერიის გუნდს. თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, შეგიძლია მეგობრულად და ყურადღებით მოემსახურო სტუმრებს და ხარ პასუხისმგებლიანი – ეს სამსახური შენთვისაა!

ძირითადი მოვალეობები:
  • სამზარეულოს და დარბაზის გუნდის მართვა;
  • კაფეტერიის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
  • მენიუს შედგენაში მონაწილეობის მიღება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის გრაფიკების შედგენა;
  • ყოველდღიურად საკვების ნაშთების კონტროლი;
  • საკვებისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი.

მოთხოვნები:
  • პუნქტუალურობა
  • შრომისმოყვარეობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ანაზღაურება: დამოკიდებულია გამოცდილებაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ან საკონტაქტო ელ.მისამართზე ninooutsource@gmail.com აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.

შეტყობინება: კომპანია პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც კომპანიისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სასტუმრო / რესტორანი / კვება
სერვისის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები