დღეს - 07 აგვ
ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი
თბილისი, ისანი, ქეთევან წამებულის გამზ. (ისანი)
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი ტექნიკის მონტაჟი და შეკეთება, ლიფტის მონტაჟი და შეკეთება ენერგეტიკა ტექნიკური მხარდაჭერა და ტექნიკური მომსახურება
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    შეკეთება / მონტაჟი ტექნიკის მონტაჟი და შეკეთება, ლიფტის მონტაჟი და შეკეთება
    ენერგეტიკა ტექნიკური მხარდაჭერა და ტექნიკური მომსახურება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
    ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ინგლისური,რუსული
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია
კომპანია „ელტეგი“ დაარსდა 2007 წელს. იგი წარმოადგენს ლიფტების, ესკალატორებისა და სხვა ამწე საშუალებების იმპორტიორ, სამონტაჟო და მომსახურე კომპანიას, რომელიც ბაზარზე ISO მენეჯმენტის ხარისხის სტანდარტით ოპერირებს. კომპანიის მიზანია, აღნიშნულ სფეროში არსებული მრავალწლიანი გამოცდილების ოპტიმალურად გამოყენების გზით, საქართველოს ბაზარზე ლიდერობა, ინოვაციების ძიება და დანერგვა, მუდმივი განვითარების გზით წინსვლა, პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება და დამკვეთების მათზე მორგებული პაკეტებით მომსახურება. სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს www.elteg.ge

კომპანია „ელტეგი“ აცხადებს ვაკანსიას ,,ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი‘’-ის პოზიციაზე:

ადგილმდებარეობა: ქეთევან წამებულის გამზ. #44, 0103, თბილისი, საქართველო
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30-18:30
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე + დანამატი შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე .

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ლიფტების, ესკალატორებისა და პლატფორმების ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა, მონტაჟისა და ტექნიკური მომსახურების შესრულება;
  • ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში პრობლემის იდენტიფიცირება, დიაგნოსტიკა, შესაბამისი აქტის/დოკუმენტაციის შედგენა და კომპეტენციის ფარგლებში შეკეთების განხორციელება;
  • ლიფტების გეგმიური ტექნიკური შემოწმების ჩატარება და პროფილაქტიკური მომსახურების უზრუნველყოფა;
  • გაუთვალისწინებელი შეფერხებებისა და ავარიების შემთხვევაში დროული რეაგირება და პრობლემის ეფექტური აღმოფხვრა;
  • სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების წესებისა და ტექნიკური სტანდარტების მკაცრი დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ტექნიკური განათლება ელექტროობის ან/და ენერგეტიკის მიმართულებით;
  • ელექტრო გაყვანილობის სისტემების, ელექტროობისა და ტექნიკური სამუშაოების ჩატარების ცოდნა და გამოცდილება;
  • ელექტრო სქემების წაკითხვის უნარი;
  • სიმაღლეზე მუშაობის შესაძლებლობა;
  • სასურველია რუსული, ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პრობლემის დროული იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • როგორც დამუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: Llabadze@elteg.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ,,ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი‘’ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. CV/რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემების შენახვის ვადაა 3 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!
შეკეთება / მონტაჟი
ტექნიკის მონტაჟი და შეკეთება,
ლიფტის მონტაჟი და შეკეთება
ენერგეტიკა
ტექნიკური მხარდაჭერა და ტექნიკური მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები