შემდეგი
09 ივლ - 07 აგვ
სპის მეთვალყურე
თბილისი, ვერა, მელიქიშვილის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@ginohotels.com
ტელეფონი: +995 591 981 450
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
სასტუმროს სპა და ველნესი უსაფრთხოება / დაცვა ობიექტის დაცვა - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1100
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სასტუმრო / რესტორანი / კვება
სასტუმროს სპა და ველნესი უსაფრთხოება / დაცვაობიექტის დაცვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.
სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.
„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ აცხადებს ვაკანსიას სპის მეთვალყურის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი , პეტრე მელიქიშვილის 47/49
ძირითადი მოვალეობები:
- სპა სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა;
- აუზის, საუნის, ორთქლის ოთახისა და სხვა სპა ზონების მუდმივი მონიტორინგი;
- სტუმრების მიღება, მათთვის სპა-ს წესებისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- პირსახოცების, ხალათებისა და სხვა საჭირო ინვენტარის დროული შევსება და მოწესრიგება;
- სპა ინვენტარისა და აღჭურვილობის მდგომარეობის კონტროლი და ხარვეზების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება;
- უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვა;
- სტუმრების კომფორტზე ზრუნვა და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
- ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
მოთხოვნები:
- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ყურადღებიანობა და ორგანიზებულობა;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- სტუმარზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
- კვებით უზრუნველყოფას
- ანაზღაურება 1100 ლარი (NET)
- სამუშაო გრაფიკი 2/2
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hr@ginohotels.com ან დარეკოთ ნომერზე +995 591 981 450 და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
სასტუმრო / რესტორანი / კვება
სასტუმროს სპა და ველნესი
უსაფრთხოება / დაცვა
ობიექტის დაცვა
ნახვები
უნიკალური ნახვები