დღეს - 06 აგვ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
სხვა გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2500 - 3000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამედიცინო
სხვა გაყიდვებიგაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვიიმპორტი და ექსპორტი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური,რუსული
სამედიცინო პროდუქციის იმპორტიორი კომპანია „მედკორი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია „მედკორი“ 2014 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ჯანდაცვის სექტორს სთავაზობს ინოვაციურ და თანამედროვე პროდუქციას სამედიცინო, სტომატოლოგიური და ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00
ანაზღაურება: საშუალოდ 2 500 - 3 000 ლარი (ბონუსის ჩათვლით)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესების შემთხვევაში
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy01@medcore.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „გაყიდვების მენეჯერი“.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად, მხოლოდ ვაკანსიასთან დაკავშირებული შერჩევის პროცესის წარმართვისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.
გმადლობთ ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

- კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტის ტექნიკური მახასიათებლებისა და გამოყენების სპეციფიკის საფუძვლიანი შესწავლა;
- ესთეტიკური კლინიკების, სამედიცინო დაწესებულებებისა და შესაბამისი პროფილის ექიმებთან ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება და საქმიანი ურთიერთობების განვითარება;
- კომპანიის პროდუქციის ეფექტური პრეზენტაცია, კონსულტაციების გაწევა და მოლაპარაკებების წარმართვა;
- ახალი კლიენტების მოძიება, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და არსებული კლიენტების ბაზის განვითარება;
- გაყიდვების გეგმის შესრულება და გაყიდვების შედეგების მუდმივი მონიტორინგი;
- ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი, შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება და რეკომენდაციების წარდგენა;
- მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
- გაყიდვების ზრდისა და ბიზნესპროცესების გაუმჯობესების მიზნით ახალი ინიციატივების შეთავაზება;
- საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებსა და სხვა პროფესიულ ღონისძიებებში კომპანიის წარმომადგენლობა;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო, ფარმაცევტული, ბიოლოგიური ან მომიჯნავე მიმართულებით);
- საცალო ან კორპორატიული გაყიდვების, მომსახურების, საბანკო ან სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია სამედიცინო სფეროში გაყიდვების გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
- Microsoft Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ახალი კლიენტების მოზიდვისა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია
- სასურველია საკუთარი ავტომობილის ქონა, კომპანია უზრუნველყოფს საწვავისა და ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯების ანაზღაურებას;
- თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება ულიმიტო საკომუნიკაციო პაკეტით;
- კომპანია ხელს უწყობს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას და უზრუნველყოფს საერთაშორისო ტრენინგებში, კონფერენციებსა და მივლინებებში მონაწილეობის მხარდაჭერას.
დაინტერესების შემთხვევაში
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy01@medcore.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „გაყიდვების მენეჯერი“.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად, მხოლოდ ვაკანსიასთან დაკავშირებული შერჩევის პროცესის წარმართვისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.
გმადლობთ ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
სამედიცინო
სხვა
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები