დღეს - 06 აგვ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
საექთნო საქმე - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
სამედიცინო პრაქტიკა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამედიცინო
საექთნო საქმე - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
სამედიცინო პრაქტიკა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული
ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ამბულატორიაში, საპროცედურის ექთნის პოზიციაზე.
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბედიას ქ. 33
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 9:00-18:00
განყოფილება: ამბულატორია
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + გამომუშავება პროცედურების მიხედვით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;
- სხვადასხვა პროცედურებში და მანიპულაციებში მონაწილეობა;
- შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
- ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე
- პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/3CY2YFve
გისურვებთ წარმატებას!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
სამედიცინო
საექთნო საქმე
ნახვები
უნიკალური ნახვები
