დღეს - 06 აგვ
სტანდარტი
სასაქონლო მარაგების მართვის მენეჯერი
თბილისი, ნაძალადევი, გურამიშვილის გამზ. (ნაძალადევი)
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: staff@zgvaludi.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მარაგების მართვა/Inventory - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1800 - 2300
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მარაგების მართვა/Inventory - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისებისაკვები და სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული,რუსული
კომპანია "ზღვა ლუდი" ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხმარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 14 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. "ზღვა ლუდის" მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.
კომპანია "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას სასაქონლო მარაგების მართვის მენეჯერის პოზიციისთვის.
სამუშაო პირობები:
ძირითადი მოვალეობები
კომპანია "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას სასაქონლო მარაგების მართვის მენეჯერის პოზიციისთვის.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში 1800ლ (3 თვის შემდეგ 2300ლმდე )
- ფორმატი: სრული სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 (1სთ შესვენება)
- ლოკაცია: თბილისი, გურამიშვილის 17ბ
ძირითადი მოვალეობები
- ქსელის მაღაზიებში სასაქონლო მარაგებისა და ნაშთების ყოველდღიური კონტროლი;
- შეკვეთების ცენტრალიზებული ფორმირება და Min/Max მარაგების მართვა;
- სავალდებულო ასორტიმენტისა და SKU-ების ხელმისაწვდომობის კონტროლი;
- დეფიციტისა და ჭარბი მარაგების პრევენცია, პროდუქციის ოპტიმალური გადანაწილება მაღაზიებს შორის;
- პროდუქციის მოძრაობისა და აღრიცხვის სისწორის კონტროლი ERP სისტემაში;
- გაყიდვების, მარაგების ბრუნვადობის, OOS-ისა და ნელი რეალიზაციის პროდუქციის ანალიზი;
- პერიოდული ანალიტიკური ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება მარაგების ოპტიმიზაციის მიზნით;
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა, შედეგების ანალიზი და გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოფხვრის ღონისძიებების ინიცირება.
- მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ქსელურ საცალო ვაჭრობაში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- 1000+ SKU-ის ასორტიმენტთან და სასაქონლო მარაგებთან მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ORIS, SYRVE ან ანალოგიური);
- ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები;
- ქართული ენის თავისუფლად ფლობა.
უპირატესობად ჩაითვლება:
- რუსული ენის ცოდნა;
- შეკვეთების ცენტრალიზებული სისტემისა და მარაგების ოპტიმიზაციის გამოცდილება;
- ABC/XYZ ანალიზისა და მარაგების მართვის მეთოდების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- მრავალამოცანიან გარემოში ეფექტურად მუშაობისა და დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მუშაობას თანამედროვე და სწრაფად განვითარებად საცალო ქსელში;
- პროფესიონალ გუნდსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მონაწილეობას სასაქონლო მარაგების მართვის სისტემის განვითარებაში;
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და ოფიციალურ დასაქმებას;
- შესაძლებლობას, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით პირდაპირ მოახდინოთ გავლენა კომპანიის ეფექტიანობაზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე ქართულ ენაზე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: staff@zgvaludi.ge
რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს "ზღვა ლუდი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მარაგების მართვა/Inventory
ნახვები
უნიკალური ნახვები
