დღეს - 06 აგვ
ჰორეკა გაყიდვების განვითარების მენეჯერი
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას ჰორეკა გაყიდვების განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • ჰორეკა ბაზრის კვლევა, ახალი ობიექტებისა და პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება, პრიორიტეტიზაცია და კლიენტური ბაზის მუდმივი განახლება;
  • პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება, კომპანიისა და პროდუქციის პრეზენტაცია, ინდივიდუალური კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
  • ხელშეკრულებების მომზადებისა და გაფორმების პროცესში მონაწილეობა, შეთანხმებული პირობების შესრულების კოორდინაცია;
  • სტრატეგიულ და არსებულ პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება, ასორტიმენტის გაფართოებაზე, გაყიდვების ზრდასა და თანამშრომლობის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • ჰორეკა მიმართულებით მარკეტინგული აქტივობებისა და ბრენდინგის პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა, პარტნიორებთან ერთობლივი აქტივობების კოორდინაცია;
  • გაყიდვების, ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი, მოლაპარაკებების შედეგების, შესრულებული საქმიანობისა და გაყიდვების მაჩვენებლების შესახებ პერიოდული რეპორტების მომზადება, ასევე პროცესებისა და გაყიდვების განვითარების რეკომენდაციების წარდგენა;
  • ჰორეკა პორტფელის განვითარება, ბაზრის მოთხოვნების ანალიზი, ახალი პროდუქციის მიმართულებების ინიცირება და სასაქონლო მარაგების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/ეკონომიკის მიმართულებით;
  • FMCG, საცალო ვაჭრობის, ჰორეკა სექტორის ან მონათესავე სფეროში იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • FMCG, საცალო ვაჭრობის, ჰორეკა სექტორის ან მონათესავე სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • HORECA კლიენტების შესახებ მკაფიო წარმოდგენა და ურთიერთობის პრაქტიკული გამოცდილება
  • კომერციული ხედვა და მარკეტინგული აქტივობების სათანადო გამოყენებით შემოსავლების ზრდის უნარი;
  • MS office;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის ძლიერი უნარი;
  • აქტიური, მიზანმიმართული და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • ინიციატივიანი;
  • ორგანიზების და კოორდინაციის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები