დღეს - 05 აგვ
სტანდარტი
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: george@bakurveli.ge
ტელეფონი: 555008040
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები, B2C გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
ღვინო და ალკოჰოლური სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები, B2C გაყიდვები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
კომპანია "ბაკურველის მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
ძირითადი მოვალეობები:
- არსებული კლიენტების (სადისტრიბუციო კომპანიები, ღვინის მაღაზიები, HoReCa სექტორი) მართვა, განვითარება და გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
- ახალი კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და ახალი თანამშრომლობების ჩამოყალიბება.
- გაყიდვების ინდივიდუალური გეგმების შესრულება.
- კლიენტების შეკვეთების მართვა, მიწოდების პროცესის კოორდინაცია და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.
- კომერციული შეთავაზებების მომზადება და შეთანხმებული პირობების ფარგლებში თანამშრომლობის წარმართვა.
- კლიენტების დებიტორული დავალიანებების კონტროლი და გადახდების დროულად მიღების უზრუნველყოფა.
- გაყიდვების შედეგების, ვიზიტებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელთან.
- კომპანიის მიერ ორგანიზებულ დეგუსტაციებში, პრომოაქტივობებსა და პროფესიულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და პროდუქციის პოპულარიზაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
- შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (ღვინის, ალკოჰოლური სასმელების გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი - 2,000 ლარი;
- დამატებითი პრემია - პროცენტი გაყიდვებიდან.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@bakurveli.ge
სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები,
B2C გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები
