დღეს - 05 აგვ
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი, დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება ქაღალდი და ტყის პროდუქტები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება: (+ ბონუსი 2000 )
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული ღონისძიებების აღნიშვნა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
კომპანია „ჩემი ოფისი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ქ.თბილისში.

„ჩემი ოფისი“ გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია. იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://myo.ge/
თუ გაინტერესებთ გაყიდვებისა და მომსახურების სფერო და გსურთ, რომ წარმატებულად დაიწყოთ თქვენი კარიერა, თუ თვლით, რომ ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ვაკანსიას და დაინტერესების შემთხვევაში გამოეხმაუროთ.
შერჩეულ კანდიდატს კომპანია აძლევს საშუალებას გაიაროს, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კურსი. ადგილზე დაეუფლოს გაყიდვების თანამედროვე მიდგომებს, დაესწროს ტრენინგებს, როგორც პროდუქციის ასევე მომხმარებელთან ურთიერთობის შესახებ.

პირობები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. №9 (დიდუბის მეტროს მიმდებარედ)
  • გრაფიკი: 09:00-დან 18:00 სთ-მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (2000 ლარი+)

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციურ მომხმარებელთა მოზიდვა და მათთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებელთა მომსახურება;
  • პოტენციური მომხმარებლებისათვის არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • შეკვეთების მიღება/გაფორმება და მათი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;

აუცილებელი ცოდნა და უნარები:
  • სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);
  • მომხმარებლის მომსახურების უნარ–ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
  • ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
  • კონსულტაციის და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობა, კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
  • ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;
  • უპირატესობად ჩაითვლება 1 C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები