დღეს - 05 აგვ
კონსურსი აკადემიური პოზიციების დასაკავებლად
თბილისი, დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 5-დან 20 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება
    ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: დოქტორი
  • ენები: ინგლისური,ქართული
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პოზიციების დასაკავებლად

კონკურსი ცხადდება შემდეგ მიმართულებებზე:
  • სისხლის სამართალი - ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანსია)
  • თანამედროვე ხელოვნების ისტორია - პროფესორი (1 ვაკანსია)
  • გრაფიკული და ბეჭდური დიზაინი - პროფესორი (1 ვაკანსია)
  • არქიტექტურა და დიზაინი - ასისტენტ პროფესორი (1 ვაკანსია)
  • მათემატიკა - პროფესორი (1 ვაკანსია)
  • ფიზიკა - პროფესორი (1 ვაკანსია)
  • ეკონომიკა - ასოცირებული პროფესორი (2 ვაკანსია)
  • თურქული ენა - პროფესორი (1 ვაკანსია); ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანსია)
  • ბიზნესის ადმინისტრირება - ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანსია);
  • ფინანსები - პროფესორი (1 ვაკანსია); ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანსია);
  • მენეჯმენტი - პროფესორი (1 ვაკანსია);
  • ლიტერატურა და ხელოვნება - ასოცირებული პროფესორი ( 1 ვაკანსია);
  • პროგრამირება - პროფესორი ( 1 ვაკანსია);
  • ქართული ენა და ქართველები - პროფესორი (1 ვაკანსია)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სისხლის სამართლის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და პედაგოგიური/პრაქტიკული ან/და კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება; ასევე
  • ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის განხორცილება ისეთ საგნებში როგორიცაა: სისხლის სამართლის პროცესი; სისხლის სამართლის პრაქტიკული კურსი.
  • საკონსულტაციო საქმიანობის გამოცდილება;
  • პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება;
  • შესაბამის სფეროში საერთაშორისო სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში მუშაობის და კვლევების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად თანამედროვე ხელოვნების ისტორიის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, ან მაგისტრის ხარისხი და პედაგოგიური ან/და სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, ასევე:
  • ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება ისეთ საგნებში როგორიცაა: თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუციები და ინფრასტრუქტურა; შესავალი თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში;
  • ინტერდისციპლინური და საერთაშორისო საგამოფენო ცოდნა და გამოცდილება;
  • კურატორული საქმიანობის განხორციელება სამუზეუმო და არაკომერციულ სახელოვნებო სივრცეებში;
  • საჯარო ლექციების ჩატარების გამოცდილება;
  • ხელოვანებთან მუშაობის გამოცდილება;
  • გამოფენების კვლევის, ორგანიზებისა და დოკუმენტაციის შექმნის გამოცდილება;
  • გამოქვეყნებული სტატიები და ნაშრომები;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლებით და პროფესიული გამოცდილებით.

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გრაფიკული და ბეჭდური დიზაინის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი და პედაგოგიური ან/და სამეცნიერო მუშაობის არანაკლებ 7 წლის გამოცდილება და ასევე:
  • ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება ისეთ საგნებში როგორიცაა: ბეჭდური მედია; სადიპლომო პროექტის მომზადება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • საერთაშორისო გამოცდილება ციფრულ და ბეჭდურ დიზაინში; ტიპოგრაფიაში; დიზაინის სტრატეგიასა და დიზაინურ აზროვნებაში;
  • ინტერდისციპლინური და საერთაშორისო საგამოფენო ცოდნა და გამოცდილება;
  • კანდიდატს მოეთხოვება დიზაინის გამოცდილების დემონსტრირებისთვის პორტფოლიოს წარმოდგენა, რომელიც უნდა შეიცავდეს ბეჭდური და ციფრული მედიის ნამუშევრების მაგალითებს;
  • უპირატესობა მიენიჭება უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებში მიღებულ განათლებას და მუშაობის გამოცდილებას.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არქიტექტურა და დიზაინის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, ან მაგისტრის ხარისხი და პედაგოგიური, პრაქტიკული ან/და კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება; ასევე
  • შესაბამის სფეროში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 5 წლისა;
  • მულტი-დისციპლინარული ცოდნა და გამოცდილება;
  • განხორციელებული პროექტები;
  • ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის განხორცილება ისეთ საგნებში როგორიცაა: დიზაინის პროგრამები; არქიტექტურული პროექტირების სტუდია.
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა.

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად მათემატიკის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მათემატიკაში და პედაგოგიური/პრაქტიკული/კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 20 წლის გამოცდილება; ასევე
  • საერთაშორისო სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში მუშაობის და კვლევების მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება;
  • ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება ისეთ საგნებში როგორიცაა: კალკულუსი; მონაცემთა ანალიზი, აზროვნების მათემატიკური წესი; გამოყენებითი სტატისტიკა; რაოდენობრივი კვლევის მეთოდები;
  • საბაკალავრო/სამაგისტრო პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ფიზიკის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი თეორიულ ფიზიკაში და პედაგოგიური/პრაქტიკული/კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 15 წლის გამოცდილება; ასევე
  • საერთაშორისო სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
  • კვლევითი საქმიანობის გამოცდილება;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები და პუბლიკაციები აღნიშნული მიმართულებით;
  • უცხოეთის წამყვან სამეცნიერო და სასწავლო ორგანიზაციებთან/ინსტიტუციებთან კოლაბორაციის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.
  • უპირატესობა მიენიჭება საზღვარგარეთ მიღებულ ცოდნას და გამცდილებას;

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ეკონომიკის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი და პედაგოგიური/პრაქტიკული ან/და კვლევითი მუშაობის არანაკლებ 15 წლის გამოცდილება; ასევე
  • უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება ისეთი საგნებში, როგორიცაა: ეკონომიკა; მაკროეკონომიკა; მიკროეკონომიკა; ეკონომიკის საფუძვლები; კორპორაციული ფინანსები; საერთაშორისო ეკონომიკა;
  • პრაქტიკული ან/და საკონსულტაციო საქმიანობის გამოცდილება;
  • სამეცნიერო ნაშრომები;
  • საბაკალავრო და სამაგისტრო პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.
  • უპირატესობა მიენიჭება საზღვარგარეთ მიღებულ ცოდნას და გამცდილებას;

აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად თურქული ენის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და პედაგოგიური/პრაქტიკული ან/და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 20 წლის გამოცდილება; ასევე
  • უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება თურქული ენისა და ბიზნეს თურქული ენის მიმართულებით;
  • მთარგმნელობითი საქმიანობა;
  • გამოქვეყნებული პუბლიკაციები და სამეცნიერო ნაშრომები;
  • საბაკალავრო და სამაგისტრო პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება;


ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი და პედაგოგიური/პრაქტიკული ან/და კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება; ასევე
  • სტრატეგიული მენეჯმენტის, მარკეტინგული სტრატეგიების და ბიზნესის მიმართულებით პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება არანაკლებ 10 წლის;
  • ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ისეთ საგნებში, როგორიცაა: ბიზნესი; ბინზესის საწყისები; ბიზნესი მოქმედებაში; სტრატეგიული მენეჯმენტი; ბიზნესის თამაში: MARKSTRAT.
  • საბაკალავრო და სამაგისტრო პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • საჯარო ლექციების, ტრენინგებისა და დისკუსიების გამოცდილება ანტერპრენერშიფზე, კონკურენციაზე, სტრატეგიების ფორმირებებზე, პირველადი შესვლის უპირატესობებზე;
  • ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიმართულებით საკონსულტაციო საქმიანობის გამოცდილება;
  • განხორციელებული ბიზნეს პროექტები;
  • ფინანსების კუთხით სტარტ-აპების საკონსულტაციო გამოცდილება;
  • ბიზნეს გეგმის შექმნის პროცესისა და ქართული ბიზნეს ქეისების შექმნის გამოცდილება ანტერპრენერშიფის, ეკონომიკის, ფინანსების, მენეჯმენტის მიმართულებით;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლებით და პროფესიული გამოცდილებით.

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ფინანსების მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი და პედაგოგიური/პრაქტიკული საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება; ასევე:
  • ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანკლებ 15 წლის ისეთ საგნებში როგორიცაა: ფინანსური ანალიზი; ბიზნესის შეფასება; კომპანიის ღირებულების მართვა; დერივატივები;
  • საბაკალავრო და სამაგისტრო პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • საკონსულტაციო საქმიანობის გამოცდილება;
  • საინვესტიციო საბანკო საქმის და ფონდების მოზიდვის მიმართულებით საქმიანობის გამოცდილება;
  • კომპანიების საინვესტიციო პორტფელის მართვის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლებით და პროფესიული გამოცდილებით.

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ფინანსების მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი და პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება; ასევე:
  • ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანკლებ 10 წლის ისეთ საგნებში როგორიცაა: კორპორაციული ფინანსები; ფინანსური ინსტიტუტები და ბაზრები; საინვესტიციო პორტფელის მართვა; ქცევითი ეკონომიკა; ეკონომიკა;
  • საბაკალავრო და სამაგისტრო პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • საერთაშორისო კომპანიებში საკონსულტაციო საქმიანობის გამოცდილება;
  • პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად მენეჯმენტის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი და პედაგოგიური ან/და სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ 20 წლის გამოცდილება; ასევე:
  • ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანკლებ 20 წლის ისეთ საგნებში როგორიცაა: მენეჯმენტის საფუძვლები; მენეჯმენტის შეცდომები; ბიზნესის მოდელები; გადაწყვეტილების მიღების მეთოდები; ფინანსური მათემატიკა;
  • საბაკალავრო და სამაგისტრო პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • პროექტების თეორიულ და პრაქტიკულ შეფასებაში საქმიანობის გამოცდილება;
  • თანამედროვე საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ლიტერატურა და ხელოვნება მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი და პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება; ასევე:
  • ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანკლებ 10 წლის ისეთ საგნებში როგორიცაა: ლიტერატურა და ხელოვნება; Magni Libri;
  • საბაკალავრო და სამაგისტრო პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • გამოქვეყნებული პუბლიკაციები და ნაშრომები;
  • ლიტერატურული კონკურსების ორგანიზებისა და ჟიურის წევრობის გამოცდილება;
  • ლიტერატურულ ლექსიკონზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად პროგრამირების მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი გამოყენით მათემატიკასა და ფიზიკაში და პედაგოგიური/პრაქტიკული ან/და სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება; ასევე:
  • ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანკლებ 10 წლის პროგრამირების მეთოდოლოგიაში;
  • საბაკალავრო პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის მიმართულებით საინჟინრო საქმიანობის გამოცდილება;
  • ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საქმიანობის გამოცდილება;
  • საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ქართული ენა და ქართველები მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: ფილოლოგის დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და სამეცნიერო/პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 15 წლის გამოცდილება; ასევე:
  • ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანკლებ 15 წლის ;
  • საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • გამოქვეყნებული პუბლიკაციები და სამეცნიერო ნაშრომები;
  • განხორციელებული სამეცნიერო პროექტები;
  • საგრანტო პროექტებში საქმიანობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

აკადემიური თანამდებობები შეიძლება დაკავებულ იქნეს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით, განხორცილებული პროექტებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 3 აგვისტოდან - 2026 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით.

განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:
  • ბიოგრაფია (CV);
  • სამოტივაციო წერილი (1 გვერდი);
  • შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პროექტი;
  • ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • პუბლიკაციების ჩამონათვალი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დოკუმენტაციის მიიღება ხდება ელექტრონულად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე და შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი - https://form.jotform.com/261834418269465

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება საჭიროების შემთხვევაში საჩვენებელი ლექცია ან გასაუბრება.

კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება 2026 წლის 8 აგვისტოდან - 13 აგვისტოს ჩათვლით, კანდიდატების საბოლოო შერჩევის ვადად განისაზღვრება 2026 წლის 20 აგვისტო.

შრომის ანაზღაურება და შრომის სხვა პირობები განისაზღვრება შერჩეულ პირთან შეთანხმების საფუძველზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: 0159, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 240, კახა ბენდუქიძის კამპუსი
ვებ-გვერდი: www.freeuni.edu.ge
ელ.მისამართი: Vacancy@freeuni.edu.ge
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები