დღეს - 05 აგვ
სტანდარტი
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისი
MAQRO Development
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Tako.gelashvili@maqro.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება,კორპორატიული მობილური პაკეტი
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ინგლისური,რუსული,ქართული
MAQRO Development არის MAQRO ჯგუფის მამოძრავებელი ძალა. კომპანია აშენებს საცხოვრებელ კომპლექსებს, სასტუმროებს, რესტორნებს, მაღაზიებსა და ოფისებს, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კომპანიის ელექტრონული გვერდი www.maqro.ge
ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მომხმარებელზე ორიენტირებულ და შედეგზე ფოკუსირებულ ქოლ-ცენტრის ოპერატორს , რომელიც შეუერთდება ჩვენს მზარდ უძრავი ქონების გუნდს.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ნოე რამიშვილის N30
სამუშაო საათები: 09:00- 18:00 საათამდე
ანაზღაურება: შეთანხმებით ( კვალიფიკაციის მიხედვით)+ საბონუსე სისტემა
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთა კმაყოფილება, გაქვთ კომუნიკაციის კარგი უნარი და კომფორტულად მუშაობთ დინამიკურ გარემოში, მოხარული ვიქნებით თქვენი კანდიდატურის განხილვით.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის სატელეფონო მომსახურების გაწევა
- შემომავალი და გამავალი ზარების მართვა.
- სოციალური ქსელების ჩათების მართვა
- მომხმარებლებისთვის დეტალური კონსულტაციის გაწევა კომპანიის მიმდინარე სამშენებლო პროექტის შესახებ.
- პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და CRM სისტემაში მონაცემების აღრიცხვა.
- პრობლემების და მათი მოგვარების გზების იდენტიფიცირება
- გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
- ქოლ ცენტრში/ კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სამშენებლო/უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office-ის საბაზისო ცოდნა;
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია.
პიროვნული უნარები:
- გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო უძრავი ქონების კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას;
- დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს;
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსებს;
- კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ერთჯერად კვებას,
- კორპორატიულ ნომერს (ულიმიტო პაკეტით);
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (ინგლისურ/ქართული) მისამართზე: Tako.gelashvili@maqro.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
შენიშვნა: განმავლობაში დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან 10 დღის განმვალობაში.
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი
ნახვები
უნიკალური ნახვები
