დღეს - 20 ივლ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ამანათის/ტვირთის მიწოდება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 - 2500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ამანათის/ტვირთის მიწოდება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- საგანმანათლებლო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება
- ენები: ქართული
ტრანსპორტერი არის მოტო-რეკრეაციული ტექნიკის ყველაზე დიდი ცენტრი საქართველოსა და ამიერკავკასიაში რომელიც წარმოადგენს 80-ზე მეტ პრემიუმ ბრენდს, მათ შორის, BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena და სხვა.
ვაცხადებთ საწყობის მენეჯერის ვაკანსიას.
ძირითადი პირობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ძირითადი მოვალეობები:
ვაცხადებთ საწყობის მენეჯერის ვაკანსიას.
ძირითადი პირობები:
- მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 70
- სამუშაო გრაფიკი: სრული
- ანაზღაურება: 2000-2500 ლარი ხელზე ასაღები კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება
- სასაწყობო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება, სასურველია 1 C
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგ სამომხმარებლო დონეზე ფლობა
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობის სივრცის ეფექტური ათვისება და სისტემატიზაცია პროდუქციის კატეგორიების მიხედვით, დამისამართების სისტემის გამართვა
- საწყობში პროდუქციის მიღება-გაცემის პროცესის სკანერით განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი.
- მიღებული პროდუქციის (სასაწყობე ტექნიკის მეშვეობით) გადმოტვირთვისა და საწყობში ოპტიმალური განთავსების პროცესის ორგანიზება;
- შოურუმებისა და სერვისცენტრის უწყვეტი და დროული მომარაგება (გაცემა) საჭირო ტექნიკითა, თუ სათადარიგო ნაწილებით;
- საწყობში მიღებული პროდუქციის დაშტრიხკოდების (ამობეჭდვა და მიკრობა) უზრუნველყოფა შიდა პროგრამაში მითითებული შტრიხკოდების შესაბამისად.
- მარაგების ნაშთების მუდმივი მონიტორინგი, ვარგისიანობისა და სასაქონლო იერსახის შენარჩუნების კონტროლი;
- გეგმური და არაგეგმური ინვენტარიზაციის პროცესების ორგანიზება, ხელმძღვანელობა და ფინანსურ დეპარტამენტთან/მთავარ ბუღალტერთან შედეგების შედარება-რეპორტინგი.
- საწყობის შიდა პროგრამაში ყველა ოპერაციის (მიღება, გაცემა, ჩამოწერა, გადაადგილება) დროული, ზუსტი და უშეცდომო ასახვის უზრუნველყოფა პირველადი დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ.) წარმოება, კონტროლი და შენახვა
- საწყობის თანამშრომლების ყოველდღიური მუშაობის მართვა
- საწყობის ტერიტორიაზე წესრიგის, სისუფთავის, შრომის უსაფრთხოების (HSE) ნორმებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/pl3kSztc
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 20 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა
- პირისპირ გასაუბრება
გისურვებთ წარმატებას!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები
