06 ივლ - 04 აგვ
მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მარკეტინგის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მარკეტინგის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ინგლისური,რუსული,ქართული
"SMOTORS" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე (ავტონაწილების სფერო)

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვიდან
ადგილმდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1

ავტონაწილების (საცალო, საბითუმო) კომპანია “სმოტორს” ეძებს ენერგიულ, კრეატიულ და შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს გაყიდვების დეპარტამენტთან და დამოუკიდებლად შეძლებს მართოს კომპანიის მარკეტინგული აქტივობები.

ძირითადი მოვალეობები:
  • გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად აქციების, ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზებების დაგეგმვა.
  • სარეკლამო და საინფორმაციო ვიზუალების (ბანერები, პოსტები, სთორები) დამოუკიდებლად შექმნა და დიზაინი.
  • სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, TikTok) სრული მართვა და კონტენტ-გეგმის შემუშავება.
  • ციფრული რეკლამის გამართვა და ოპტიმიზაცია (Meta Ads Manager, Google Ads).
  • კორპორატიული (B2B) და საცალო (B2C) გაყიდვების მხარდაჭერა შესაბამისი მარკეტინგული მასალებით.
  • ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტების აქტივობების მუდმივი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან სოციალური მედიის მართვის (SMM) მიმართულებით.
  • გრაფიკული პროგრამების: Canva, Photoshop ან Illustrator-ის სამუშაო დონეზე ფლობა (ვიზუალების დამოუკიდებლად ასაწყობად).
  • სარეკლამო კაბინეტებთან (Meta Ads Manager) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
  • ქართულ ენაზე გამართული და დამარწმუნებელი წერის უნარი.
  • ინგლისური ან რუსული ენის საბაზისო ცოდნა (ავტონაწილების ტექნიკური ტერმინოლოგიის გასაგებად).

პიროვნული თვისებები:
  • გაყიდვების ზრდასა და კონკრეტულ ბიზნეს-შედეგებზე ორიენტირებულობა.
  • გუნდური მუშაობისა და გაყიდვების დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დროის მენეჯმენტი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას.
  • მოქნილ ბონუსურ სისტემას, რომელიც პირდაპირ არის დამოკიდებული გაყიდვების შედეგებზე.
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელ. მისამართზე: cv@smotors.ge

სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია „Smotors“-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები